U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 ივნისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გამართეს.

"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.

35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
სულ რაღაც 2 წუთში კი ლელო ამჯერად ლიბოკმა დადო და უპირატესობა გაზარდა - 19:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.

65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.

70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.

75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.

მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]

სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0  61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1  62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 75 /
პესიმისტებო შედეგს მალე ნახავთ ამ თაობისგან და შეგრცხვებათ მერე..არ შეიძლება ასე მარტივად მსჯელობა.
პაატა
04 ივნისი 2017 23:32
0
ისე ზოგ ზოგიერთის საყურადღებოდ ასაკობრივში ფეხბურთში ესპანეთი ,ინგლისი , იტალია და საფრანგეთი ჯგუფში ჩაგვიტოვებია და ნახევარ ფინალიც გვითამაშია სადაც ჰოლანდიას აშკარად მსაჯი დაეხმარა
ასე რომ მთლად ეგრე არაა საქმე
რაგბში არც გვკადრულობენ რომ გეეთამაშონ ხოლო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი შეიძლება ქვეჯგუფში გყავდეს
ასე რომ ფეხბურთი დემოკრატიული სპორტია და იქ შედეგის მიხწევა გაცილებით რთული
live
04 ივნისი 2017 23:23
0
არგინდათ ეხლა ზოგ ზოგიერთს ჩვენი ნაკრების ქება ფეხბურთელებზე ხო კარგათ იფხანთ გულს დამარცხებისთვის ხოდა აქაც იყავით ობიექტურები
პირდაპირ რომ ვთქვათ უსუსურები ვართ ყოველ მაღალ დაკიდებულ ბურთზე ლელოს დადების შიში მაქვს ხაზის მოთამაშეები ცალკე თემააა ისინი საერთოდ არ გვყავს ვერც შერკინებამ გაგვიმართლა იმედები დარჩა კიდე ვინმე? თუ ვინმე მიხვდა ყოჩაღ საქმე მწვრთვნელებშია ისინი არ გვყავს განსაკუთრებით ხაზის მწვრთვნელები და ეს პრობლემა ბავშვთა რაგბიდან იწყება ასე რომ მიმართვა რაგბის კავშირს მოოიწვიეთ ხაზის მწვრთვნელები ჩაატარებინეთ სემინარები რომ იქნებ თაობამ რომელიც იზრდება ისწავლონ რაგბის თამაში და მოეშვან ამ ლელო-ბურთის თამაშშს მარტო შერკინებით
LIVE
04 ივნისი 2017 23:16
0
ეს თუ ბრძოლაა და აღარ ყოფილა საშველი.მადლობა სამხრეთ აფრიკის სამწრთვნელო შტაბს სამნიშნა ციფრით მოგებაზე რომ არ ათამაშა გუნდი
lado
04 ივნისი 2017 23:09
0
არ გამოვა თქვენგან არაფერი , სწავლას მიხედეთ ბავშვებო სწავლას, არაა თქვენი საქმე ეგ სპორტი და არც რაგბია ჩვენი თამაში,
alaha
04 ივნისი 2017 22:59
0
მეხუთელელო ისეთი დაგიდეს თკვენს ადგილას საერთოდ აგარ ვითამაშებდი სირცხვილით ამ თამაშს, უსუსური გუნდი, არანაირი ბ გეგმა, არანაირი ანალიზი, მოკლედ ამ მსოპლიოზე ბოლო ადგილი გარანტირებულიაისე რო თამაშსაც ვერ მოიგებენ
aiakobi
04 ივნისი 2017 22:43
0
აიი ეგაა ზუსტად მოუგებენ ვიგაც ჭ კლასის გუნდს და მეომრებად და გმირებად რო შერაცხავთ ხოლმე მაგის ბრალია, ტორე საშუა;ო გუნდებთან კი გამოჩდა რა გუნდიც გვყავს, მოუგებენ რუსეთს და ესპანეთს და თავი მართლა რაგბისტები გონიათ, კი განახეს რაცაა რაგბი ბიძია
dudu
04 ივნისი 2017 22:41
0
კაარგად ითაამაშეს ბიჭებმა, მაგარი ბიჭები არიან რომ შეხედავ მოგეწონება, მებრძოლები, ლამაზები, ნამდვილი ქართველები, ცოტა მეტი გამოცდილება და წარმატებაც მოვა აუცილებლად.. წარმატებები ბორჯღალოსნებს....
დათო
04 ივნისი 2017 22:38
0
არა, რომ წავაგეთ ეს კი არ არის მთავარი, მთავარი ისაა, წინასწარ ნუ ტრაბახობთ, თქვით, მაგალითად, რომ სამხრეთ აფრიკა ჩვენზე უფრო სარაგბო ქვეყანაა, ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანია, ჩვენზე გაცილებით მდიდარია და ა.შ. ახლა კი გეუბნეით თქვენი დაპირებებით არა
გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებული, ჩაგხადეს?
zurab
04 ივნისი 2017 22:35
0
აქ რომ წერს ამ უარყოფით კომენტარებს, იმ საზოგადოებას რა უნდა? საერთოდ რაგბის ბაიბურში ხართ?! რა გინდათ, რუსეთის, უკრაინის, გერმანიის და ბელგიის ახალგაზრდულებთან ვმართოთ შეხვედრები და გადავუაროთ ხოლმე? ამით დაკმაყოფილდება თქვენი მოლოდინები?! ამ ახალგაზრდა ბიჭებს რაღას უტეხავთ გულებს?! სკამებზე რომ დევხართ გასიებულები კომპიუტერთან და ბრძნულ დასკვნებს ანთხევთ?!

ფეხბურთში რომ მოხვდე გერმანიის, ესპანეთის, არგენტინის ნაკრებებთან ერთად და მე-4 ადგილი დაიკავო, სირცხვილია?

გაიზრდებიან ეს ბიჭები, გადაუვლიან მეორე დონის ქვეყნებს და შევლენ 6 ერში. ესაა მაგ თაობის მიზანი. და იმ 6 ან 7 ერიდან ყველასთან რომ წააგონ, ეგ უმაქნისი ენები მაშინაც არ უნდა მოგიბრუნდეთ აუგის სათქმელად!
Lasha
04 ივნისი 2017 22:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული