ილია მაისურაძე: ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა, ამ თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

4 ივნისს, ავჭალაში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, C ჯგუფის მეორე შეხვედრაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ანგარიშით 14:38 დამარცხდნენ.

- U20. საქართველო-სამხრეთ აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
- ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა [VIDEO]

"ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თამაშის ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა.

ვიცოდით, რომ მეტოქეს ფიზიკურად ჩვენზე დიდი მორაგბეები ჰყავდა და მძიმე თამაში გველოდა, აფრიკელები შიდა ჩემპიონატში ძალიან მაღალ დონეზე
თამაშობენ. ისინი ცდილობდნენ, ფიზიკურად დავეჯაბნეთ და მერე გაეშალათ თამაში. თავიდან მათ ამ ტაქტიკას გავუმკლავდით, მაგრამ პირველ ტაიმში 4-5 წუთი მოვდუნდით და ეს მოწინააღმდეგემ არ გვაპატია.

უნდა გვეცადა თამაშის დახურვა, მაგრამ ზოგიერთ ეპიზოდში ლაღი თამაში ვარჩიეთ და საკმარისი ტემპი არ გვქონდა, მეტოქე შეგვევიწროებინა.

დღევანდელმა თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა. თუმცა ეს ფურცელი მალე უნდა გადავშალოთ და მომდევნო თამაშებისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა მაისურაძემ.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ალბათ მაინც წავაგებდით,მაგრამ ასეთი ბინძური მსაჯობა არ მინახავს,ზოგიერთების გასაგებად,რასაც დილეტანტიც კი ადვილად მიხვდება მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილებას გაგახსენებთ.
1.ჩვენი მორკინალი,რომ ჩაუჯდებოდა რაქში ბურთს,თუ ბურთიანად არ აიყვანდა ხელში სამხრეთ აფრიკელ მორაგბეს, მანამდე არ ნიშნავდა ჯარიმას.
2.მოედნის ცენტრში შერკინებიდან ჩვენი ბურჯის სინბინში გაშვება(პირველივე შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე)) ასეთ გადაჭყვეტილებას ნორმალური მსაჯები შემტევის სასარგებლოდ იღებენ 5 მეტრიანი შერკინებისას განმეორებითი დარღვევისას
3.ჩვენების 10 წუთიანი მასირებული შეტევის ჩაშლა ჯარიმებით და მსაჯის არანაირი ქმედება არც გაძევება, არც საჯარიმო ლელო(გამახსენდა ნამიბია)
4.სუფთა ლელო არ ჩაგვითვალა.
მეტი რაღა უნდა ექნა...
BMW-ს--- გაბრაზებული კი ხარ მაგრამ ასე არ შეიძლება
ნიკ
05 ივნისი 2017 14:23
0
მაისურაძეს წასვლის დროც მოვიდა, მეტს ვეღარ ქაჩავს და ამ ბიჭებს უფრო ძლიერი მწვრთნელი სჭირდებათ; "თამაშის გეგმამ არ გაამართლა" და სად გქონდა საერთოდ თამაშის გეგმა??!
zaza
05 ივნისი 2017 14:02
0
BMW ეგ შენი კომენტარი იმედს ვიტოვებ რომ ხუმრობა იყო და ასეც რომ იყოს, უკბილო და უადგილოა ეგ ხუმრობა. სხვანაირად წარმოდგენაც კი არ მინდა. შენ რასაც ამბობ ეგ არის ........ ათი წლის ბავშვი მიხვდება იმას რომ შენ რასაც ამბობ მაგის გაკეთება ხარაკირია მაშინ, როცა 6 ერზე და პროგრესზე გვაქვს პრეტენზია. დაშინებით გინდა სამართლიან მსაჯობას მიაღწიო? რომელ საუკუნეში ცხოვრობ? ადმინისტრაციული ჯარიმა კი არა, მაგას ისეთი სანქციები მოყვება გუნდისთვის, ბობოლებთან ტესტებს კი არა, მათი თამაშების ტრანსლირების უფლებასაც კი აღარ მოგვცემენ. დაფიქრდი ცოტა რას ლაპარაკობ. კაი შენ ვერ ხვდები ვერ ხვდები, ... არ გიწყობს ხელს, მაგრამ საიტის ადმინისტრაციამ მაინც დაბლოკეთ ასეთი ხალხის ასეთი კომენტარები, რა უბედურებაა.
fraternity
05 ივნისი 2017 13:53
0
ახალგაზრდა თაობა თუ გვინდა ძლიერი იყოს უნდა მოვიყვანოთ მილტონას დონის მწვრთნელი და არა დღევანდელი მწვრთნელის ნაირი,რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს !!! მსოფლიო ჩემპიონატია და სამწვრთნელო შტაბის მაგიდას ისეთი ბოლი აზდიოდა ალა პუგაჩოვას კონცერტზე ეგონებოდა კაცს თავი... ვერ მოითბინა რამოდენიმე წუთი სიგარეტი რომ არ მოეწია,ამით დაამტკიცა ის დონე რაც აქვს!!!
zura
05 ივნისი 2017 13:42
0
ბიჭო ბიჭო კომანტარებს რომ ვკითხულობ რა გიქნათ ამ შევარდნაძემ დდდ როგოგ ხართ და.......ი
bmvs
05 ივნისი 2017 13:32
0
datka ხარ თუ masarati
dato
05 ივნისი 2017 13:27
0
BMW-ს. ძალიან მაგარი "კლიჩკა" კი შეგიძენია (BMW სახით), მაგრამ, ნუ მიწყენ და თუ შენი კომენტარით ვიმსჯელებთ, აზროვნების დონე და გაქანება Москвич 408-დეც ვერ გაქაჩავს. რა ცემა-ტყეპა აგითტდა შე დალოცვილო. კარგი რა თუ ძმა ხარ!!!!!
ლუკა
05 ივნისი 2017 13:10
0
მწვრთნელი უნდა შევცვალოთ,თუ გვინდა რომ პროგრესი იყოს.მილტონა არ დატანხმდება ალბათ,ტორემ კარგი ვარიანტი იქნებოდა,ხოლო ძირითადშიც ახალი სისხლი გვინდა,უფრო გამოცდილი.ეს რათქმაუნდა თანხებტანაა დაკავშირებული,სხვანაირად წინსვლა ძალიან გაგვიჭირდება
რაგბისტი
05 ივნისი 2017 13:00
0
ვერ გავიგე ეს უპროსობა ყოველთვის თავს იმართლებენ, ქართველი ვიზე ნაკლებია ? დრო მოვიდა მსგავსი შედეგები გვქონდეს.ქმედითი ზომებია მისაღები წვრთნის და სწავლების კუთხით და არა დემაგოგია.
masarati
05 ივნისი 2017 12:54
0
ვერ გავიგე ეს უპროსობა ყოველთვის თავს იმართლებენ, ქართველი ვიზე ნაკლებია ? დრო მოვიდა მსგავსი შედეგები გვქონდეს.ქმედითი ზომებია მისაღები წვრთნის და სწავლების კუთხით და არა დემაგოგია.
datka
05 ივნისი 2017 12:53
0

სიახლეები პოპულარული