4 ივნისს, ავჭალაში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, C ჯგუფის მეორე შეხვედრაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ანგარიშით 14:38 დამარცხდნენ.
- U20. საქართველო-სამხრეთ აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
- ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა [VIDEO]
"ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თამაშის ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა.
ვიცოდით, რომ მეტოქეს ფიზიკურად ჩვენზე დიდი მორაგბეები ჰყავდა და მძიმე თამაში გველოდა, აფრიკელები შიდა ჩემპიონატში ძალიან მაღალ დონეზე
უნდა გვეცადა თამაშის დახურვა, მაგრამ ზოგიერთ ეპიზოდში ლაღი თამაში ვარჩიეთ და საკმარისი ტემპი არ გვქონდა, მეტოქე შეგვევიწროებინა.
დღევანდელმა თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა. თუმცა ეს ფურცელი მალე უნდა გადავშალოთ და მომდევნო თამაშებისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა მაისურაძემ.
ესე თუ გაგრძელდა პირველი ადგილი ბოლოდან მუდამ ჩვენი იქნება
სად მიდის ჩვენი ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები?! უკანასკნელ ადგლს ხომ ნებისმიერი დაეუფლება!