ილია მაისურაძე: ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა, ამ თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

4 ივნისს, ავჭალაში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, C ჯგუფის მეორე შეხვედრაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ანგარიშით 14:38 დამარცხდნენ.

- U20. საქართველო-სამხრეთ აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
- ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა [VIDEO]

"ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თამაშის ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა.

ვიცოდით, რომ მეტოქეს ფიზიკურად ჩვენზე დიდი მორაგბეები ჰყავდა და მძიმე თამაში გველოდა, აფრიკელები შიდა ჩემპიონატში ძალიან მაღალ დონეზე
თამაშობენ. ისინი ცდილობდნენ, ფიზიკურად დავეჯაბნეთ და მერე გაეშალათ თამაში. თავიდან მათ ამ ტაქტიკას გავუმკლავდით, მაგრამ პირველ ტაიმში 4-5 წუთი მოვდუნდით და ეს მოწინააღმდეგემ არ გვაპატია.

უნდა გვეცადა თამაშის დახურვა, მაგრამ ზოგიერთ ეპიზოდში ლაღი თამაში ვარჩიეთ და საკმარისი ტემპი არ გვქონდა, მეტოქე შეგვევიწროებინა.

დღევანდელმა თამაშმა საფიქრალი გაგვიჩინა. თუმცა ეს ფურცელი მალე უნდა გადავშალოთ და მომდევნო თამაშებისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა მაისურაძემ.
მკითხველის კომენტარები / 24 /
მაისურაძეს წასვლის დროც მოვიდა, მეტს ვეღარ ქაჩავს და ამ ბიჭებს უფრო ძლიერი მწვრთნელი სჭირდებათ; "თამაშის გეგმამ არ გაამართლა" და სად გქონდა საერთოდ თამაშის გეგმა??!
zaza
14:02 05-06-2017
0
ალბათ მაინც წავაგებდით,მაგრამ ასეთი ბინძური მსაჯობა არ მინახავს,ზოგიერთების გასაგებად,რასაც დილეტანტიც კი ადვილად მიხვდება მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილებას გაგახსენებთ.
1.ჩვენი მორკინალი,რომ ჩაუჯდებოდა რაქში ბურთს,თუ ბურთიანად არ აიყვანდა ხელში სამხრეთ აფრიკელ მორაგბეს, მანამდე არ ნიშნავდა ჯარიმას.
2.მოედნის ცენტრში შერკინებიდან ჩვენი ბურჯის სინბინში გაშვება(პირველივე შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე)) ასეთ გადაჭყვეტილებას ნორმალური მსაჯები შემტევის სასარგებლოდ იღებენ 5 მეტრიანი შერკინებისას განმეორებითი დარღვევისას
3.ჩვენების 10 წუთიანი მასირებული შეტევის ჩაშლა ჯარიმებით და მსაჯის არანაირი ქმედება არც გაძევება, არც საჯარიმო ლელო(გამახსენდა ნამიბია)
4.სუფთა ლელო არ ჩაგვითვალა.
მეტი რაღა უნდა ექნა...
BMW-ს--- გაბრაზებული კი ხარ მაგრამ ასე არ შეიძლება
ნიკ
14:23 05-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული