U20. "უმცროს ბორჯღალოსნებთან" მოჩხუბარი სამხრეთაფრიკელი დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სადისციპლინო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრის ბოლოს, მე-80 წუთზე მორაგბეებს შორის შეხლა-შემოხლა ატყდა. არბიტრმა "უმცროსი ბოკეს" გარემარბ ზან დევიდსს წითელი ბარათი უჩვენა.

სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული ინციდენტი და სამხრეთაფრიკელ მორაგბეს, რომელმაც მეტოქეს დაარტყა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

ამდენად, დევიდსი გამოტოვებს ჯგუფური ტურნირის ბოლო და პლეი ოფის სერიის პირველ მატჩს. მას თამაშის უფლება 18 ივნისს, ფინალების დღეს ექნება.
იხილეთ ვიდეო: ჩხუბი თორნიკე ჯალაღონიასა და ზან დევიდს შორის
Sportall.Ge

- U20. საქართველო-სამხრეთი
აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული