ბრაიან ო'დრისკოლი: იმედია, ექვს ერშიც უყურებენ ქართველი ახალგაზრდების თამაშს

AutoSharing Option
ირლანდიური რაგბის ლეგენდა ბრაიან ო'დრისკოლი, რომელსაც ნაკრებში 133 კეპი და 245 ქულა აქვს მოხვეჭილი, "ტვიტერზე" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს გამოეხმაურა - საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის გუნდებს შორის.

"იმედი მაქვს, ექვსი ერის ბოსები უყურებენ 20-წლამდელთა ჩემპიონატს და საქართველოს ნაკრების გამოსვლას. ბრწყინვალე და თვალსასეირო, ოსტატური და არა მხოლოდ უხეშ ძალაზე დამოკიდებული", - წერს ო'დრისკოლი.

ირლანდიელმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში ქართველთა ლელოს გაუქმებას, მსაჯის აღმაშფოთებელი საქციელი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო რაგბის II ტურში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან 14:38 დამარცხდა.

ო'დრისკოლი "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს
თასის ცნობილ მატჩში შეხვდა 2007 წელს, როცა ბორდოში საქართველოს ნაკრებმა კინაღამ სასწაული შეძლო და დაამარცხა ირლანდიის ნაკრები. ბოლო წუთები ქართველებმა შეტევაში გაატარეს, მატჩი კი ირლანდიამ მხოლოდ 14:10 მოიგო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
Irakli apkhaidze
შენ თუ ამ წაგებებს (შუქის ჩაქრობას და კიდევ ბევრ ხარვეზს)არაფრად არ აგდებ ეს
იმას არ ნიშნავს რომ 6 ერის მართველები იზიარებენ ან ოდესმე გაიზიარებენ შენს შეხედულებას
20 წელი ის ასაკია როცა რეიტინგი არაფერს ნიშნავს
მე მხოლოდ პროტეინებით გაჭყეპილი ქართველი მორაგბეები ვიხილე რომლებისთვისაც წაგება (როგორც შენ ამბობ)რეიტინგში წინ მყოფ გუნდებთან არაფერ ნიშნავს :(
Vova
17:23 07-06-2017
0
ცნობილი გამოთქმაა, რო ჯერ დაგცინიან მერე გებრძვიან და მერე შენ იმარჯვებ! ნუ ან რაღაცა მსგავსი:) ხოდა ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ რო გვებრძვიან.მსაჯის მოქმედება მაქ მხედველობაში.ასე რო ცოტაც და გავიმარჯვებთ.ეს ცოტა კი თუ ყველაფერი კარგად იქნა ალბათ ერთი 10 წელიწადია თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ პროგრესირება.
daTo
13:10 07-06-2017
0

სიახლეები პოპულარული