ბრაიან ო'დრისკოლი: იმედია, ექვს ერშიც უყურებენ ქართველი ახალგაზრდების თამაშს

AutoSharing Option
ირლანდიური რაგბის ლეგენდა ბრაიან ო'დრისკოლი, რომელსაც ნაკრებში 133 კეპი და 245 ქულა აქვს მოხვეჭილი, "ტვიტერზე" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს გამოეხმაურა - საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის გუნდებს შორის.

"იმედი მაქვს, ექვსი ერის ბოსები უყურებენ 20-წლამდელთა ჩემპიონატს და საქართველოს ნაკრების გამოსვლას. ბრწყინვალე და თვალსასეირო, ოსტატური და არა მხოლოდ უხეშ ძალაზე დამოკიდებული", - წერს ო'დრისკოლი.

ირლანდიელმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში ქართველთა ლელოს გაუქმებას, მსაჯის აღმაშფოთებელი საქციელი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო რაგბის II ტურში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან 14:38 დამარცხდა.

ო'დრისკოლი "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს
თასის ცნობილ მატჩში შეხვდა 2007 წელს, როცა ბორდოში საქართველოს ნაკრებმა კინაღამ სასწაული შეძლო და დაამარცხა ირლანდიის ნაკრები. ბოლო წუთები ქართველებმა შეტევაში გაატარეს, მატჩი კი ირლანდიამ მხოლოდ 14:10 მოიგო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
Irakli apkhaidze
შენ თუ ამ წაგებებს (შუქის ჩაქრობას და კიდევ ბევრ ხარვეზს)არაფრად არ აგდებ ეს
იმას არ ნიშნავს რომ 6 ერის მართველები იზიარებენ ან ოდესმე გაიზიარებენ შენს შეხედულებას
20 წელი ის ასაკია როცა რეიტინგი არაფერს ნიშნავს
მე მხოლოდ პროტეინებით გაჭყეპილი ქართველი მორაგბეები ვიხილე რომლებისთვისაც წაგება (როგორც შენ ამბობ)რეიტინგში წინ მყოფ გუნდებთან არაფერ ნიშნავს :(
Vova
07 ივნისი 2017 17:23
0
ცნობილი გამოთქმაა, რო ჯერ დაგცინიან მერე გებრძვიან და მერე შენ იმარჯვებ! ნუ ან რაღაცა მსგავსი:) ხოდა ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ რო გვებრძვიან.მსაჯის მოქმედება მაქ მხედველობაში.ასე რო ცოტაც და გავიმარჯვებთ.ეს ცოტა კი თუ ყველაფერი კარგად იქნა ალბათ ერთი 10 წელიწადია თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ პროგრესირება.
daTo
07 ივნისი 2017 13:10
0
ვოვა რეიტინგში რომ მე-10 ხარ და 3 და 2 ნომრებთან წააგებ ეს ყველასთან წაგებაა? თუ რაგბში ოდნავ მაინც ჩახედული ხარ გეცოდინება რო რაგბიში შემთხვევით (ფეხბურთისგან განსხვავებით) ვერ მოიგებ. ანუ სენსაციები იშვიათად ხდება.
Irakli apkhaidze
07 ივნისი 2017 12:37
0
"კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო"
მე ვამაყობ შენით ჩემო ქუთაისელო
რომ არ გაართულე უმერტივესი სხვებივით
როდესაც ქვეყანას ელიტაში გაქვს გეგმად დასახული თამაში შენი მომავალი თაობა ყველა თამაშს არ უნდა აგებდეს ყველასთან
Vova
07 ივნისი 2017 11:58
0
რა რაგბი, რა სპორტი, სპორტსმენს აღზრდა უნდა, კვების რაციონი, ფიზმომზადება და ათასი კიდე, რეგბის ნაკრები ნოქალაქევში მშიერ მწყურვალე რომ გადის სბორებს, ეს ნაკრები სპეციალურად გამოზრდილ პროფესიონალებს როგორ მოუგებს?
akaki
07 ივნისი 2017 11:36
0
მე ვოვა-ს ნათქვამი ასე გავიგე:
"ნეტავ არ უყურონ თორემ [ისე მაღალ დონეზე ვთამაშობთ, რომ როგორც ერთხელ შეშინდნენ და 18-წლამდელების ჩემპიონატზე მარტო საფრანგეთი შეგვატოვეს, აქაც შეშინდებიან და] კიდევ 50 წლით გადადებენ 6 ერის გაფართოვებას!
:)
ქუთაისელი
07 ივნისი 2017 11:22
0
სავარაუდოდ, ვოვა-ს ნიკით ვლადიმერ პუტინი პოსტავს :) :)
lile
07 ივნისი 2017 10:50
0
Rugby World Cup 2007 Ireland vs Georgia ნახე თუ არ გჯერა იუ თUბზე
m.m
07 ივნისი 2017 10:31
0
მასე იყო, ბოლოს ლელოშიც შევედით მარა ბურთი არ ჩანდა და ამიტომ არ ჩაგვითვალეს თორე მოგებული იყო,, ვიდეოები იქნება დადებული და ნახე
დავით 67
07 ივნისი 2017 10:14
0
ასეთ ხუმრობას რო კაცი ვერ გაიგებს სირცხვილია :)))) თქვენ ხუმრობა ისე გესმით გეტყობათ როგორც რაგბი :)))
vova-s da ქუთაისელი-ს
07 ივნისი 2017 09:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული