U20. მ/ჩ: საქართველო საფრანგეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
8 ივნისს "ავჭალაში" საქართველოსა და საფრანგეთს შორის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გაიმართა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მეტოქესთან ანგარიშთ 0:54 დამარცხდა.

ფრანგებმა პირველი ლელო მატჩის მე-3 წუთზე დაგვიდეს, ლელოს ავტორი ბაპტისტ კუიუ გახდა. მე-5 წუთზე კი ამჯერად ლელოს დამიწება იუგო ბონიფასმა შეძლო. ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა მატიო ჟალიბერმა.

სამწუხაროდ მე-12 წუთზე პიტო მაუვაკამ დადო ლელო და გარდასახვაც თავადვე შეარულა. ანგარიში ფრანგების სასრგებლოდ 21:0 გახდა.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ლელოს დადების რამდენიმე მცდლეობა ჰქონდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს.

28-ე წუთზე ჟალიბერმა დადო ლელო და გარდასახვის
გატანაც არ გასჭირვებია - 28:0.

მეორე ტაიმის პირველი ლელოც ფრანგებმა დადეს, ამჯერად ნატან დეკრონი გამოირჩა. ჟალიბერმა გარდასახვა ვერ გაიტანა და ანგარიში 33:0 გახდა.

რამდენიმე წუთში მეტოქემ კიდევ ერთი ლელო დაამიწა, ლელოს ავტორი სელევაზიო ტოლოფუა გახდა - 40:0.

65-ე წუთზე ალექს რუმამ ფრანგების მე-7 ლელო დაამიწა, ჟალიბერმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 47:0 გახდა.

ტაიმის მიწურულს ფრანგება მორიგი ლელო დადეს. საკუთარ გუნდს ქულები ბაპტისტ პეზანტი- კომპანიონმა მოუტანა. გარდასახვა ალექს არატემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 54:0 დააფიქსირა.

1. სამხრეთ აფრიკა 3 2 1 0 133:51 12
2. საფრანგეთი 3 2 1 0 103:48 11
3. არგენტინა 3 1 0 2 76:124 6
4. საქართველო U20 3 0 0 3 40:129 0

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 13 ივნისს არგენტინასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 48 /
გეთანხმები 1000 პრ ზმაო, რაგბი იციან ავსტრალიაში, ზელანდიაში არგენტინაშჰი საფრანგეთში, და ასე შჰ, თორემ რაგბი როგორიჩჰვენი თამაშიც არის კი დაგვანახა იაპონიამ და რუმინეთმა, დანარცჰენი ყველა გუნდი ერტია ზე გუნდებისგარდა, ახალგაზდულზე საუბარიც არ ღირს, ამ მსოფლიომ დაგვანახა სადაც ვართ
buxrika-s
20:27 09-06-2017
0
საცოდაობაც ეგარი რო იმ ჭე კლასის გუნდებსაც ვერუგებ და მალე ლუქსემბურგის და მისნაირების მეტს რო ვეღარ ვიხილავთ შესარჩევ თამაშებში თბილისში აი ეგარი რეალობა მარა ვაგლახრო ამას ვერ ხვდება ზოგიერთი.რა გახარებს შე დალოცვილო ისრომ მესამეთუ მეოთხე დონეზე გაგამწესეს ლუქსემბურგთან და მალტელებთან.არა ძმაო არიქნება ამ ქვეყნის საშველი.
quTaiseli
18:37 09-06-2017
0

სიახლეები პოპულარული