U20. მ/ჩ: საქართველო საფრანგეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
8 ივნისს "ავჭალაში" საქართველოსა და საფრანგეთს შორის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გაიმართა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მეტოქესთან ანგარიშთ 0:54 დამარცხდა.

ფრანგებმა პირველი ლელო მატჩის მე-3 წუთზე დაგვიდეს, ლელოს ავტორი ბაპტისტ კუიუ გახდა. მე-5 წუთზე კი ამჯერად ლელოს დამიწება იუგო ბონიფასმა შეძლო. ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა მატიო ჟალიბერმა.

სამწუხაროდ მე-12 წუთზე პიტო მაუვაკამ დადო ლელო და გარდასახვაც თავადვე შეარულა. ანგარიში ფრანგების სასრგებლოდ 21:0 გახდა.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ლელოს დადების რამდენიმე მცდლეობა ჰქონდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს.

28-ე წუთზე ჟალიბერმა დადო ლელო და გარდასახვის
გატანაც არ გასჭირვებია - 28:0.

მეორე ტაიმის პირველი ლელოც ფრანგებმა დადეს, ამჯერად ნატან დეკრონი გამოირჩა. ჟალიბერმა გარდასახვა ვერ გაიტანა და ანგარიში 33:0 გახდა.

რამდენიმე წუთში მეტოქემ კიდევ ერთი ლელო დაამიწა, ლელოს ავტორი სელევაზიო ტოლოფუა გახდა - 40:0.

65-ე წუთზე ალექს რუმამ ფრანგების მე-7 ლელო დაამიწა, ჟალიბერმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 47:0 გახდა.

ტაიმის მიწურულს ფრანგება მორიგი ლელო დადეს. საკუთარ გუნდს ქულები ბაპტისტ პეზანტი- კომპანიონმა მოუტანა. გარდასახვა ალექს არატემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 54:0 დააფიქსირა.

1. სამხრეთ აფრიკა 3 2 1 0 133:51 12
2. საფრანგეთი 3 2 1 0 103:48 11
3. არგენტინა 3 1 0 2 76:124 6
4. საქართველო U20 3 0 0 3 40:129 0

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 13 ივნისს არგენტინასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 48 /
გეთანხმები 1000 პრ ზმაო, რაგბი იციან ავსტრალიაში, ზელანდიაში არგენტინაშჰი საფრანგეთში, და ასე შჰ, თორემ რაგბი როგორიჩჰვენი თამაშიც არის კი დაგვანახა იაპონიამ და რუმინეთმა, დანარცჰენი ყველა გუნდი ერტია ზე გუნდებისგარდა, ახალგაზდულზე საუბარიც არ ღირს, ამ მსოფლიომ დაგვანახა სადაც ვართ
buxrika-s
09 ივნისი 2017 20:27
0
საცოდაობაც ეგარი რო იმ ჭე კლასის გუნდებსაც ვერუგებ და მალე ლუქსემბურგის და მისნაირების მეტს რო ვეღარ ვიხილავთ შესარჩევ თამაშებში თბილისში აი ეგარი რეალობა მარა ვაგლახრო ამას ვერ ხვდება ზოგიერთი.რა გახარებს შე დალოცვილო ისრომ მესამეთუ მეოთხე დონეზე გაგამწესეს ლუქსემბურგთან და მალტელებთან.არა ძმაო არიქნება ამ ქვეყნის საშველი.
quTaiseli
09 ივნისი 2017 18:37
0
რაო რომელი სპორტი მიედრება დღეს რაგბსოოოო?ვა ჰა ჰა ჰა ჰა.ჯერ სასაცილოა საერთოდ რაგბს და ფეხბურთს ერთმანეთს რო ადარებთ.ერთი ჩამომითვალეთ რაგბს რამდენ ქვეყანაში თამაშობენ როგორც პროფესიონალურ სპორტს ?რამდენი 25 და აქედან 12 რო ვართ ეგაა მიღწევა და ჭ კლასის გუნდებს რო ვუგებტ მარტო ეგაა მიღწევაა?მაგის წყალობითაა მსოფლიოზე რო გავდივართ.ფეხბურტიიიიი
bacho
09 ივნისი 2017 18:15
0
rasqvia pexburtis panebi da ragbis panebi?ramnishvnelobaaq rashimiagwevs sheni eri warmatebas ragbshi pexbutshi tu cxenburtshi,ragbisti moigebs tu pexburteli me ertnairad maxareb yoveli qartvelis warmateba.mesmis iyo romelime gundis gulshematki ari,magram aqxom nakrebzea saubari.
euhhh
09 ივნისი 2017 18:10
0

რაო
რაგბის ,,სპეციალისტებო,,..არგენტილებმაც უნდა დაანებონ რაგბის თამაშს ?!

მ ს ო ფ ლ ი ო ელიტაში 2 წელია შევიდა ახალგაზრდები და ეს ,,რაგბის,, სპეციალისტები როგორ ცინიკოსობენ?!

ზ უ ს ტ ა დ ეს თაობა დ ა ა მ ა რ ც ხ ე ბ ს ლიდერებს სულ რაღაც 3-4 წელიწადში და მეზობელი შურით და ბოღმით სავსე ერები თავიანთ ბოღმაში არ ჩაიხრჩოს!
ხო, ფეხბურთში 30-ლში რომ შევალთ,მ ხ ო ლ ო დ მერე გ ა ქ ვ თ უფლება - შეადარეთ რაგბს (!)

და რაგბი მსოფლიო თასების ფინალში მერამდენეჯერ გავიდა ?!
საერთოდ
რომელი სპორტი მიედრება ...რ ა გ ბ ს დღეს ?!
glaxuna
09 ივნისი 2017 17:40
0
რა სიტყვაა გატრაკება ან რა ზრდილობის მაჩვენებელი და მეორე ეს ანტირაგბისტებს ეხებათ სხვა სათამაშო სპორტის სახეობებში რა მიღწევა გაქვთ იგივე ფეხბურთის ფანებს მინდა ვკითხო.ისე მემგონი ის უფრო მეტს აშავებს და ატრაკებს ვინც ამ სიტყვას უპრაგონოთ დაუმსახურებლად და გაუაზრებლათ ხმარობს.რაც შეეხება ფეხბურთის და რაგბის შედარებას ეს ფეხბურთის ფანების სასეირო თემაა და არა რაგბისტების.
quTaiseli
09 ივნისი 2017 16:20
0
ეს ამბავი ვენდიბოლის და რაგბის გულშემატკივრებს შორის დიდი ხნით ადრე, ბატონმა ლევან ყიფიანმა დაიწყო. ერთხელ ერთ უმშვენიერო დღეს, პირდაპირ ეთერში რომ განიხილავდნენ ქართული ფეხბურთის სიდიადის დაცემას, გამწარებულმა თავი ვეღარ შეიკავა და ასე მიაძახა გუცაევს: დააფინანსებენ რაგბს და დაგვტოვებენ ჩვენ უფულოდა და მერე ნახეთ თქვენო!
ასეთი თბილია ჩვენი საფეხბურთო წრე სარაგბოს წრის მიმართ.
ფეხბურთის ანუ ვენდიბოლის ფანებს მივმართავ: უყურეთ თქვენ კუსუნა ბიჭების სირბილს და აქ ტყუილა ნუ იკლავთ თავს ორღობის დედაკაცებივით ენამწარობით, რაც არ უნდა დამარცხდეს ახალგაზრდული ეს ფეხბურთის კუსუნა- ქუცუნობას უკეთესს ვერ გახდის. ჩვენთან არს ღმერთი
sport mama
09 ივნისი 2017 15:54
0
აუუუ ნუ ატრაკებთ რა რაგბისტები ერთი გამაგებინეთ რა მიღწევა გაქვთ წაიღეთ ტვინი ჭ კლასის გუნდების მოგებით და ტრაბახით,მეორე შემადგენლობით ჩამოვიდა იაპონია და მოგვიგო ბობოლებზე ხო აღარაფერს ვამბობ.და საერთოდ სად ფეხბურთი სად რაგბი
gio
09 ივნისი 2017 15:34
0
შენი ბრალი რა თქმა უნდა არ არის, მე სხვა რამე ვიგულისხმე. ის რომ ბოჭვა ვერ კეთდება არ არის მთავარი მწვრთნელის ბრალი. მისი საქმე არის ტაქტიკა, მოტივაცია, გადაწყობა, ცვლილებები და ა.შ. თავს რომ იცავ, ბოლო კაცი ხარ და შემტევი არ უნდა გაატარო ეს მწვრთნელმა უნდა გითხრას? ან პირველი ბოჭვა რომ არ უნდა გაცუდდეს, იმიტომ რომ შემდეგ ერთი დამცველი იძულებული ხდება დაზღვევაზე გადავიდეს და ამით სივცრეს ათავისუფლებს რაც მაღალი დონის მეტოქესთან ათიდან 9 შემთხვევაში ლელოთი დამთავრდება ამას რა მწვრთნელის მითითება ჭირდება? მაგრამ ამას ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ფიზიკური მომზადება არ გვიწყობს ხელს. მე ამ მიმართულების მწვრთნელის პასუხისმგებლობას უფრო ვხედავ ვიდრე მთავარი მწვრთნელის.
fraternity
09 ივნისი 2017 14:15
0
საფრანგეთთან თამაშით რაიმე დასკცნის გამოტანა არ იქნება სწორი რადგან ამ მატჩში მწვრთნელებმა ძირითადი ბირთვი დაასვენეს რაც სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა ვინც ითამაშა ცოტა უკეთესად უნდა ეთამაშათ მაინც.რაც შეეხება წინა ორ თამაშს ყველამ ნახა როგორი თავდადებით ბრძოლობდნენ ბიჭები. წაგება უკვე კლასის ბრალია რაც მსგავსი ტიპის გუნდებთან უთამაშებლობის ბრალია და არა ბიჭების ან მწვრთნელების. ეს ის ხალხია ვისიც გვეამაყება ვინაიდან ერთადერთი გუნდური სახეობაა სადაც უკვე ყოველ მსოფლიო ჩემპიონატს ვთამაშობთ და ვამაყობთ.
ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან წააგო 54-9 და ეს წაგება მივიღეთ როგორც კანონზომიორება ამ ეტაპისთვის და არავის არ დასცდენია და არც უნდა დასცდენოდა!!! ბიჭების ან მწვრთვნელების ლანძღვა.
20 წლამდელებმა არგენტინასთან 37-26 და ატყდა ლანძღვა. იმაზე მეტს ვთხოვთ ამ ბიჭებს რაც უნდა მოვთხოვოთ.
და ისიც ნუ დაგვავაიწდება ვინც ლანძრავს ბიჭებს და მწრვტნელებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიშ უფლება როცა მოვიპოვეთ და ყველას გვიხაროდა ეს ამბავი, ზუსტად იგივე მწრვთნელები იყვნენ ვინც ეხლა არიან! მაგრამ ეგრევე დაგვავიწყდა ვინ (ბიჭებმა და მწვრთნელებმა) შეძლო ჩვენი ნაკრების მსოფლიოზე გაყვანა.
ცუდად გვჩვევია ზოგადად ის, რომ 1000 კარგი გააკეტოს ადამიანმა და ერთი ისე კარგად ვერ გააკეთოს ეგრევე ლანძღვას ვიწყებთ.
სტადიონზე მისვლა გვეზარება რო ვუგულშემატკივროთ ბიჭებს და მერე ვიძახით სახლში ესე როგორ უნდა აგებდეო. ხალში მაშინ თამაშობ როცა ტრუიბუნებზე შენი ქვეყნის მხარდამჭერები არიან უმეტესი და არა მოწინააღმდეგის. სირცხვილია 3000 კაციან სტადიონს ვერ ვავსებთ.
avto
09 ივნისი 2017 13:34
0

სიახლეები პოპულარული