"უმცროსი ბორჯღალოსნები" მეტოქესთან ანგარიშთ 0:54 დამარცხდა.
ფრანგებმა პირველი ლელო მატჩის მე-3 წუთზე დაგვიდეს, ლელოს ავტორი ბაპტისტ კუიუ გახდა. მე-5 წუთზე კი ამჯერად ლელოს დამიწება იუგო ბონიფასმა შეძლო. ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა მატიო ჟალიბერმა.
სამწუხაროდ მე-12 წუთზე პიტო მაუვაკამ დადო ლელო და გარდასახვაც თავადვე შეარულა. ანგარიში ფრანგების სასრგებლოდ 21:0 გახდა.
"უმცროს ბორჯღალოსნებს" ლელოს დადების რამდენიმე მცდლეობა ჰქონდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს.
28-ე წუთზე ჟალიბერმა დადო ლელო და გარდასახვის
მეორე ტაიმის პირველი ლელოც ფრანგებმა დადეს, ამჯერად ნატან დეკრონი გამოირჩა. ჟალიბერმა გარდასახვა ვერ გაიტანა და ანგარიში 33:0 გახდა.
რამდენიმე წუთში მეტოქემ კიდევ ერთი ლელო დაამიწა, ლელოს ავტორი სელევაზიო ტოლოფუა გახდა - 40:0.
65-ე წუთზე ალექს რუმამ ფრანგების მე-7 ლელო დაამიწა, ჟალიბერმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 47:0 გახდა.
ტაიმის მიწურულს ფრანგება მორიგი ლელო დადეს. საკუთარ გუნდს ქულები ბაპტისტ პეზანტი- კომპანიონმა მოუტანა. გარდასახვა ალექს არატემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 54:0 დააფიქსირა.
1. სამხრეთ აფრიკა 3 2 1 0 133:51 12
2. საფრანგეთი 3 2 1 0 103:48 11
3. არგენტინა 3 1 0 2 76:124 6
4. საქართველო U20 3 0 0 3 40:129 0
მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 13 ივნისს არგენტინასთან გამართავს.