U20. მ/ჩ: საქართველომ არგენტინის ნაკრები დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
13 ივნისს საქართველოსა და არგენტინას შორის მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი გაიმართა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა "უმცროსი ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 26:25 დასრულდა.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზევე შეძლეს. ლელო ბექა საღინაძემ დადო, გელა აფრასიძემ კი გარდასახა - 7:0.

მე-11 წუთზე არგენტინელებმა ტომას ალვორნოს ჯარიმით სხვაობა შეამცირეს - 3:7.

მე-13 წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მძლავი მოლი ააგორეს და არგენტინელთა ლელოს ზონაში შევიდნენ. ლელოს ავტორი გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გახდა. აფრასიძემ გარდასახა - 14:3.

მე-15 წუთზე მოედნიდან
10 წუთით ლაშა ტაბიძე გააძევეს, აქედან 2 წუთში კი ლელოს დადება არგენტინელებმაც შეძლეს. ლელოს ავტორი ვაუტისტა დელგი გახდა. გარდასახვა კი მეტოქემ ააცილა.

21-ე წუთზე ალვორნოსმა ჯარიმა შეასრულა ზუსტად - 14:11.

შესვენებამდე აფრასიძემ სამი ჯარიმა (26-ე, 35-ე და 38-ე წუთებზე) გაიტანა და ანგარიში 23:11 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინამ ლელოს დადება შეძლო, რომლის ავტორი ფაკუნდო ფერარიო გახდა. გარდასახვა ამჯერად ხუან-ვაუტისტა დაირომ გაიტანა - 23:18.

59-ე წუთზე არგენტინელები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ალექსანდრო ლუნა გააძევა.

77-ე წუთზე გელა აფრასიძემ 42 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა - 26:18.

ტაიმის მიწურულს მეტოქემ ლელო დაგვიდო და გარდასახვაც გაიტანა, თუმცა ეს მათი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 26:25 გაიმარჯვა.

- U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას 18 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. ირლანდიამ დღეს სამოა ანგარიშით 52:26 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით საქართველომ მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ყოჩაღ საქართველოს ახალგაზრდულს, დიდი სიხაულის დღეა. რამხელაზე მოუმატეს და წარმომიდგენია რასი იზავენ ცოტა მეტი პრაქტიკა რომ გვქონდეს. დღეს თამაში მოვუგეთ როგორც არგენტინას ასევე მსაჯს.
giorgi
13 ივნისი 2017 18:28
0
უთავმოყვარო,უნიათო ფეხბურთელების და მინავლებული ფეხბურთის ნაცვლად რაგბის რომ დაეხმაროს სახელმწიფო არა?
ნანა
13 ივნისი 2017 18:26
0
333-ს წაგება არავის ევასება, მარა რეალურად რო აფასებ სიტუაციას იმას არ ნიშნავს რო უამბიციო ხარ. ამბიცია ჯანსაღი უნდა იყოს თორე ცარიელი ამბიცია ბეგრაუნდის გარეშე ყეყეჩობაა. და როცა ბობოლა საფრანგეთს სათადარიგო გუნდი შევახვედრეთ და უშანსოდ ეს ჩანაფიქრი და სწორი გათვლა იყო. ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ. მარტო ურაურა აზროვნების გარეშე დღესაც სავალალო შედეგს მივიღებდით, ასე რომ რცხვენოდეს შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს. შენც მათ შორის თუ შენი კომენტარი მსგავს ელემენტებს შეიცავდა (არ მახსოვს, თავს ვერ დავდებ)
Irakli apkhaidze
13 ივნისი 2017 18:25
0
გენაცვალეთ!აი ესე რა!ესე უნდა ვითამაშოთ ყველასთან,ყველგან და ყოველთვის,მსაჯობით უკმაყოფილო ვარ,ორი ლელო არ ჩაგვითვალეს.
YYYYY
13 ივნისი 2017 18:25
0
გილოცავთ ბიჭებო... უბრალოდ ეხლა მართლა ძალიან მოინდომეს, თორე რაგბი ვისაც ესმის წინა თამაშებს, რომ გადახედოს კარგად მიხვდებიან რასაც აკეთებდნენ ჩვენი ბიჭბი..
ალექსანდრე
13 ივნისი 2017 18:12
0
გამოდის, რომ სწორი გათვლა გააკეთა ჩვენმა მწვრთნელმა, როცა საფრანგეთის ნაკრებთან არ გამოიყვანა ოპტიმალური შემადგენლობა. ბრავო ბიჭებს. ირლანდიასტან ყველა სტადიონზე.
ზაკო
13 ივნისი 2017 18:10
0
გილოცავთ!!!! ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს! მალადეც ბიჭებოო!!! |თქვენ გენაცვალეთ!!! ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო საფრანგეთთან დასვენება რამდენიმე მოთამაშის! ბიჭებმა შეიძლებელი შეძლეს და ესე უნდა გავგრძელოთ!! მწვრთნელები ძალიან მაგრები გვყავს და გამოჩდა კიდეც დღევანდელ თამაშში!
avto
13 ივნისი 2017 18:07
0
სად არიან შემძვრალები კლავიატურის ლომებიო, მრცხვენია, მაგრამ მაინც ვიტყვიიი... ტ-შიი! ეს რა დღე გაგვითენდა ქართველებო, ჯერ ზაზა, ახლა რაგბისტები, გაიხარე საქართველოვ!
Bmb
13 ივნისი 2017 18:06
0
თქვენი გამჩენის ჭირიმე, თქვენი! კაცნი ყოფილხართ (ოვალური) ბურთის დამშვენნი!
qomagi
13 ივნისი 2017 18:05
0
რა ვქნათ მიტინგი მოვაწყოთ რო რაგბი დაფინანსდეს??? რატო აძლევთ ფულს ფეხბურთს??
ვაიფეხბურთს კაპიკი არ მისცეთ.
13 ივნისი 2017 18:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული