U20. მ/ჩ: საქართველომ არგენტინის ნაკრები დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
13 ივნისს საქართველოსა და არგენტინას შორის მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი გაიმართა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა "უმცროსი ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 26:25 დასრულდა.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზევე შეძლეს. ლელო ბექა საღინაძემ დადო, გელა აფრასიძემ კი გარდასახა - 7:0.

მე-11 წუთზე არგენტინელებმა ტომას ალვორნოს ჯარიმით სხვაობა შეამცირეს - 3:7.

მე-13 წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მძლავი მოლი ააგორეს და არგენტინელთა ლელოს ზონაში შევიდნენ. ლელოს ავტორი გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გახდა. აფრასიძემ გარდასახა - 14:3.

მე-15 წუთზე მოედნიდან
10 წუთით ლაშა ტაბიძე გააძევეს, აქედან 2 წუთში კი ლელოს დადება არგენტინელებმაც შეძლეს. ლელოს ავტორი ვაუტისტა დელგი გახდა. გარდასახვა კი მეტოქემ ააცილა.

21-ე წუთზე ალვორნოსმა ჯარიმა შეასრულა ზუსტად - 14:11.

შესვენებამდე აფრასიძემ სამი ჯარიმა (26-ე, 35-ე და 38-ე წუთებზე) გაიტანა და ანგარიში 23:11 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინამ ლელოს დადება შეძლო, რომლის ავტორი ფაკუნდო ფერარიო გახდა. გარდასახვა ამჯერად ხუან-ვაუტისტა დაირომ გაიტანა - 23:18.

59-ე წუთზე არგენტინელები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ალექსანდრო ლუნა გააძევა.

77-ე წუთზე გელა აფრასიძემ 42 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა - 26:18.

ტაიმის მიწურულს მეტოქემ ლელო დაგვიდო და გარდასახვაც გაიტანა, თუმცა ეს მათი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 26:25 გაიმარჯვა.

- U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას 18 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. ირლანდიამ დღეს სამოა ანგარიშით 52:26 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით საქართველომ მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
გაიხარეთ!!! გილოცავთ!!! დაუხეთქეთ "ბოღმის" ბუშტები "ბრძენ" ვაი-გულშემატკივრებს...
tngh
13 ივნისი 2017 18:03
0
ხომ აახიეს სკალპი, როგორც ამას მსოფლიო რაგბის საიტი წინასწარმეტყველებდა!
N
13 ივნისი 2017 18:01
0
ეხლა აკეთეთ ბარეულმა უცოდინარმა კომენტარები და ეძახეთ უთავმოყვარეები ამ ბიჭებს. გენაცვალეთ ბიჭებო გილოცავთ ყველა ჭეშმარიტ რეგბის გულშემატკივარს
menime
13 ივნისი 2017 17:53
0
აი ეს არის თამაში!!ეს არის თავდადება,თავგანწირვა,ბოლომდე ბრძოლა!!ამას ვითხოვთ ნამდვილი ქართველი გულშემატკივარები!!ასეთი ბრძოლით და თავდადებით ვივლით წინ გამარჯვევებისკენ!!!და არა ისე რო- მერე რა ის საფრანგეთია,ის სამხრეთ აფრიკაა და რატო მოვთხოვოთ ბიჭებს მოგება.უნდა მოვთხოვოთ ზუსტად!!!უნდა დამთავრდეს ის დრო როცა რუმინეთის და რუსეთის დამარცხება გვაკმაყოფილებდა და ბობოლებთან გაფარჩაკებას ვამართლებდით.მეტი გვინდა!!ვიცი ყველას უნდა მაგრამ ბოლომდე მონდომების და ბოლომდე ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა!!შეგძვლებია თურმე არგენტინის დამარცხება!!. პ.ს. აქაურმა ლუზერებმა ვინც ბობოლებთან გაფარჩაკებას ამართლებდით და მხოლოდ მათთან თამაშით კმაყოფილდებოდით ენა ჩაიგდეთ და მეტი ამბიცია იქონიეთ,თქვენც გამოგადგებათ ცხოვრებაში ზოგადად!!ჩვენ არ მოგვწონდა ის წაგებები იმიტომ რომ აი ამ გამარჯვების გვჯეროდა!!!.RESPECT
333
13 ივნისი 2017 17:50
0
ვივა ხეორხია!
საფრანგეთის მერე ცოტა იმედ გაცრუებული ვიყავი, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება იყო ძირითადი შემადგენლობის დასვენება. ყოჩაღ ბიჭებს დიდებულად ითამაშეს, ქართულ რაგბს კარგი მომავალი ეზრდება. ჩვენი ადგილი 6 ერზეა!
irakli81
13 ივნისი 2017 17:49
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!! თავდადებულად ითამაშეს!!!გილოცავთ ყველას!!!
პაატა
13 ივნისი 2017 17:46
0
ყოჩაღ ბიჭებო,ეგრე გააგრძელეთ. ირლანდიასთან სანერვიულო აღარ გაქვთ და იქაც გაგვახარეთ))
ალეკო
13 ივნისი 2017 17:45
0
აქ წერდნენ ექვს ერისთვიოს მზად არ ვართ და სწორედ იქცევიან რომ არ გვიღებენო.....უკომენტაროდ
***
13 ივნისი 2017 17:41
0
გილოცავთ ბიჭებო! ნამდვილად დამსახურებული გამარჯვებაა! ყველა ბოლომდე დაიხარჯა და შედეგიც მივიღეთ! ეხლა ირლანდიასაც უნდა ვძლიოთ!
ggg
13 ივნისი 2017 17:39
0
ახლა რას იტყვით?!
geno
13 ივნისი 2017 17:38
0

სიახლეები პოპულარული