ილია მაისურაძე: ასეთ მე­ტო­ქეს­თან წარ­მა­ტე­ბა დი­დი სტი­მუ­ლია

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, არგენტინასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძე და კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა თამაში შეაფასეს.

13 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრებმა არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს.

- U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

ილია მა­ი­სუ­რა­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი:
"გა­სა­გებ მი­ზეზ­თა გა­მო ტურ­ნი­რის და­საწყი­სი­დან­ვე გათ­ვ­ლა მე-4 მატ­ჩ­ზე გვქონ­და და ვი­ცო­დით, რომ მის მო­სა­გე­ბად მაქ­სი­მუ­მი უნ­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა.

მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რ­დულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მხო­ლოდ
მე­ო­რედ ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ცხა­დია, რომ უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი ელი­ტა­ში ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო. ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მე­ტო­ქე­ე­ბი გვერ­გო. ამ­დე­ნად, შე­ჯიბ­რ­ებაზე ძა­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და.

მატ­ჩი ცუ­დად ნამ­დ­ვი­ლად არ დაგ­ვიწყია. ფაქ­ტობ­რი­ვად, საწყი­სი 20 წუ­თი ვდო­მი­ნი­რებ­დით და კარ­გი შეტე­ვე­ბი გვქონ­და. თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით დაც­ვა­ში, ხარ­ვე­ზე­ბიც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. არ­გენ­ტი­ნე­ლებ­მა ეს ჩი­ნე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს და რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ში ლე­ლოს­თან ახ­ლოს იყ­ვ­ნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში წინ ვი­ყა­ვით და ალ­ბათ, მე­ტი ქუ­ლის აღე­ბაც შეგ­ვეძ­ლო. თუმ­ცა, მთა­ვა­რია, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჩვენ დაგ­ვ­რ­ჩა და ვე­რა­ვინ იტყ­ვის, რომ ეს და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი იყო. მატ­ჩის მი­წუ­რულს აფ­რა­სი­ძის მი­ერ გა­ტა­ნილ­მა სა­ჯა­რი­მომ ამოგ­ვა­სუნ­თ­ქა. კარ­ში დარ­ტყ­მა მა­ნამ­დეც შე­იძ­ლე­ბო­და. თუმ­ცა, ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ ლე­ლო­ზე გვე­თა­მა­შა.

არ­გენ­ტი­ნამ გან­ვ­ლილ მატ­ჩებ­ში დი­დი ენერ­გია და­ხარ­ჯა. მათ მო­თა­მა­შე­ებს დი­დი სა­თა­მა­შო დრო და­უგ­როვ­დათ და გახ­ში­რე­ბუ­ლი რკე­ნით მა­თი დაღ­ლა გვსურ­და, რაც შევ­ძე­ლით კი­დეც.

ასეთ მე­ტო­ქეს­თან წარ­მა­ტე­ბა დი­დი სტი­მუ­ლია. ბი­ჭებს ეს და­მა­ტე­ბით ენერ­გი­ას შეს­ძენს. მომ­დევ­ნო მატ­ჩის­თ­ვის მათ ორ დღეს აუცი­ლებ­ლად და­ვას­ვე­ნებ და შემ­დეგ ირ­ლან­დი­ას­თან შეხ­ვედ­რის­თ­ვის და­ვიწყებთ მზა­დე­ბას". 

ილია სპან­დე­რაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი:
"დღეს და­ვამ­ტ­კი­ცეთ, რომ და­ნარ­ჩენ თა­მა­შებ­შიც შე­იძ­ლე­ბო­და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, მაგ­რამ ჩვენ არ გვქონ­და სა­თა­ნა­დო გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა სწო­რედ გან­ვ­ლილ სამ შეხ­ვედ­რა­ში მი­ვი­ღეთ და შე­დე­გიც სა­თა­ნა­დო დად­გა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა მარა იმათმა მწვრთნელმა რა თქვა, ეს დაწერეთ ვინმემ.. გვაინტერესებს საზოგადოებას...
ქუთაისელი
12:02 14-06-2017
0
ისევ და ისევ ვულოცავ ბიჭებს ამ ისტორიულ გამარჯვებას.გამარჯვება გამარჯვებად ,მაგრამ ამ თამაშში უკვე აშკარად გამოჩნდა იმ თამაშის ფრაგმენტები,როგორი თამაშისკენაც მიისწრაფის ჩვენი მწვრთნელთა საბჭო,დინამიკური თამაში, უკანა ხაზის ფართო ჩართვით,სწრაფი გარღვევისა და შერკინების ხაზის კარგი ურთიერთქმედებით,ერთი სიტყვით ისეთი ს,როგორსაც თუნდაც აქ თამაშობენ ტოპ ქვეყნის ნაკრებები,არგენტინის ჩათვლით.ამ ბიჭებმა,თუ ასე გააგრძელეს მუშაობა და ტოპ ქვეყნებში ან თუნდაც მათ წინააღმდეგ თამაშის საკმაო პრაქტიკა მიეცათ,ამაზე არა,მაგრამ მომდევნო მსოფლის ჩემპიონატზე დიდებს შორის,ჩვენ უკვე ძალიან სერიოზული პრეტენზია გვექნება მეოთხედ ფინალში გასვლისა.მით უმეტეს,რომ მომდევნო ფორმაციის ნაკრები სავარაუდოდ კიდევ უფრო თანამედროვე რაგბს ითამაშებს.
ახლა კი ერთი კენჭიც ვესროლოთ ჩვენს ბიჭებს.პირველი ტაიმის დასასრულს,ჯერ მსაჯმა უსამართლოდ წაგვართვა ბურთი რაქის ჩახურვის გამო,მაგრამ ჩვენებმა შესძლეს და წაართვეს მეტოქეს ბურთი,წაართვეს და იმის ნაცვლად რომ აუტში გადაეგდოთ,ისევ შეტევა წამოიწყეს და ძალიან მარტივ სიტუაციაში დაკარგეს,იმ მომენტში ლელოს შემთხვევით გადავრჩით,აი მატჩის დასასრულს კი უკვე ლელო მივიღეთ და კიდევ კარგი ქულათა მარაგი საკმარისი გვქონდა.ამ შემთხვევაში ბურთთან ახლოს წიკლაური იყო და შეეძლო ფეხით ნებისმიერ მხარეს დაერტყა,თამაში დამთავრდებოდა,მან კი დამიწება სცადა და მეტოქემ სასწაულებრივად და ქება მას ამისათვის,ნახტომში ხელი შეუძვრინა და როგორღაც დაასწრო წიკლაურს ბურთის დამიწება.ეს ორივე შემთხვევა უხეში ტაქტიკური შეცდომა იყო და ვფიქრობ კონცენტრაციის დაკარგვამ გამოიწვია,მაგრამ ასეთ თამაშში ეს შეიძლება დამღუპველი გამოდგეს(ჩვენი ფეხბურთის ნაკრები სულ მაგით იღუპება)და სამომავლოდ ამასაც გათვალისწინება უნდა.
ახლა კი უკვე ველი ირლანდიასთან შეხვედრას.მორიგი სასწაულის იმედით.გამარჯვებას გისურვებთ,ბიჭებო.
სოსო
13:05 14-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული