მსოფლიო რაგბის წარმომადგენლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს.
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას თანატოლ ირლანდიელებთან 18 ივნისს, 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. ეს გუნდები მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ.
ვაკის სტადიონზე, 15:30 საათზე, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ხოლო 18:00 საათზე ფინალი დაიწყება. 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონობისთვის ინგლისისა და ახალი ზელანდის ნაკრებები იბრძოლებენ.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა
ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
"ვიმედოვნებთ, რომ ფინალური დღე იქნება საუკეთესო და სტადიონი შეივსება. ეს არის ახალი ეტაპი ქართული რაგბის განვითარებისთვის. საქართველო ნამდვილად შევიდა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რაგბის მასპინძელი ქვეყანა".
გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"ფინალი იქნება დაუვიწყარი, საქართველო, ალბათ, დაასრულებს ამ მსოფლიო ჩემპიონატს, როგორც ერთ-ერთი ღირსეული მონაწილე მსოფლიო რაგბის საზოგადოებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი უცხოელი დატოვებს ჩვენს ქვეყანას მდიდარი შთაბეჭდილებით".
საიმონ ქიბლი, ტურნირის დირექტორი:
"ხვალინდელი მატჩისთვის ყველაფერი მზადაა. ვფიქრობ, რომ მონაწილეები არიან კარგ ფორმაში. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ვიმედოვნებ, რომ სტადიონი მაყურებლით გაივსება".
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით