საქართველოს 18-წლამდელებმა "ვოფსის" თანატოლები დაამარცხეს

AutoSharing Option
18 თებერვალს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს 18-წლამდელეთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება, ლონდონის "ვოსფსის" 18-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ქართველი მორაგბეების გამარჯვებით ანგარიშით 48:12 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ლელოს ავტორები გახდნენ დევი დევსურაშვილი, ბადრი ლიპარტელიანი, გიორგი ხვისტანი, ბესო ბარბაქაძე და ლევან გიკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დევსურაშვილმა სამი ლელოს დადება შეძლო, ხოლო რევაზ ჯინჭველაშვილის ანგარიშზე 4 ზუსტი გარდასახვაა. ერთი გარდასახვა დავით გულიტაშვილმა გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ლონდონურ კლუბ "ვოსფსს" ჩვენთან მეგობრობა სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული