"უმცროსი ბორჯღალოსნები" 22 მარტს ევროპის ჩემპიონატის მატჩს გამართავენ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 22 მარტს საფრანგეთის ალპებში ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მეოთხედფინალში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ჩვენმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით ინგლისურ გუნდებთან სამი საწვრთნელი შეხვედრა გამართეს.

თბილისში მათ "ვოსფსის" ახალგაზრდული გუნდის დამარცხება შეძლეს. მერე კი ინგლისში, "ფართფურის აკადემიის" გუნდთან და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან დამარცხდნენ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ საბრძოლო რაზმი დაასახელა.

საქართველო
15. ირაკლი სვანიძე, 14. ბადრი ლიპარტელიანი, 13. დევი დევსურაშვილი, 12. თემურ ირემაძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. დავით
ფხაკაძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. ზაურ ხარებავა, 4. თორნიკე ზოიძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. ბადრი დანგაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.

მეოთხედფინალი
საქართველო-ირლანდია, ინგლისი-პორტუგალია, საფრანგეთი-იტალია, უელსი-შოტლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული