"უმცროსი ბორჯღალოსნები" ელიტაში ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატში კვალიფიკაციის გავლის გარეშე იასპარეზებს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" IRB-ის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ.

ექვსი ერის ქვეყნების გუნდებს კვალიფიკაციის შედეგად გამოვლენილი ორი გუნდი ემატებოდა და ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთვებოდა.

ჩვენმა მორაგბეებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ორჯერვე მოიგეს, მერე ორივე გათამაშებაში იტალიის ნაკრები დაამარცხეს და მე-6 ადგილი დაიკავეს.

ახლახან სტოკჰოლმში გამართულ FIRA AER-ის კონგრესზე გადაწყდა, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ელიტარულ გუნდებს შორის ადგილს იტალიის ნაცვლად დაიკავებს.

ამ უკანასკნელს კი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად შესარჩევი ტურნირის გავლა მოუწევს.

ამ
საკითხის გადაწყვეტას სტოკჰოლმში დიდი დისკუსია მოჰყვა, რომლის დროსაც ქართული რაგბის მისამართით ბევრი სასიამოვნო კომენტარი გაკეთდა.

"კონგრესზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების თვალსაჩინო პროგრესი გამოწვეულია იმ უწყვეტი ქმედებებით, რომლებიც საქართველოში ხდება რაგბის განვითარებისთვის.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამოდ მოვიპოვეთ ადგილი ელიტაში. იმ შემთხვე
ვაში, თუ ჩვენი ნაკრები მეექვსეზე დაბალ ადგილს დაიკავებს, შემდეგი ტურნირისთვის კვლავ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოგვიწევს." - თქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალია უნდა გამოვაბუნძულოთ ექვსი ერიდან!
ლომებო, აბა თქვენ იცით!
გიორგი777
00:51 18-07-2013
0

სიახლეები პოპულარული