საქართველოსა და იტალიის 18-წლამდელთა ნაკრებებს შორის მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. SPORTALL.GE მატჩის საყურებელ ბმულს შეხვედრის დაწყებამდე 10 წუთით ადრე შემოგთავაზებთ.
თამაშის წინა დღეს "უმცროსმა ბორჯღალოსნება" ვარჯიში გამართეს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამატჩო შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ:
ხაზი
15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი გოგოლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დათო მოძღვრიშვილი, 9.
შერკინება
1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე.
მარქაფა
16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელიაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი, 26. სანდრო სვანიძე.
გათამაშების პირველ რაუნდში იტალიელმა 18-წლამდელებმა საკმაოდ დაძაბულ მატჩში შეძლეს უელსის დამარცხება - 14:13. საქართველოს ნაკრებმა კი არანაკლებ დრამატულ შეხვედრაში, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მოუგო ირლანდიას.
"გუშინ და დღეს ჩვენი მოწინააღმდეგის მეოთხედფინალური მატჩის ანალიზს აქტიურად შევუდექით და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ. ყველა მოთამაშეს მივეცით კონკრეტული დავალება.
ხოლო რაც შეეხება მთლიანად გუნდს, მწვრთნელები მისგან აგრესიულ, უშეცდომო დაცვას მოვითხოვთ. იტალიელები გულიანი და ძლიერი ბიჭები არიან, რაც უელსთან თამაშშიც დაამტკიცეს, მაგრამ იმავდროულად, ნაკლებად ორგანიზებულობა ახასიათებთ. ასეთ გუნდს კი სწორი და უშეცდომო დაცვა უნდა დაუპირისპირო.
ჩვენი გუნდის მომზადებითა და ფიზიკური კონდიციით კმაყოფილი ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მოთამაშის იმედი მაქვს ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში" - თქვა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა.
ევროპის ჩემპიონატი
ნახევარფინალი
საქართველო-იტალია
საფრანგეთი-ინგლისი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვება [VIDEO]