U18. საქართველო-იტალია 6:6 (5:4) - ისტორია იწერება, საქართველო ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის სამხრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნახევარფინალურ მატჩში იტალიის ნაკრების დამარცხება შეძლეს და პირველი ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრებს ტულუზში დაუპირისპირდებიან.

იტალიელებმა მეოთხედფინალში საკმაოდ ძლიერი უელსის ნაკრები დაამარცხეს - 14:13. ცხადია, ეს იმის დასტურია, რომ ჩვენი მეტოქე ნახევარფინალში სერიოზული გუნდი იყო. ასეთ ტურნირებში არალოგიკური შედეგები, ფაქტობრივად, არ ფიქსირდება.

ლოგიკური, თუმცა სენსაციური იყო ჩვენი ბიჭების გამარჯვებაც ირლანდიასთან.

ეს ნახევარფინალურ მატჩშიც დადასტურდა. თამაში ქალაქ ალბიში გადაუღებელი წვიმის თანხლებით წარიმართა. ამან, ცხადია, ორივე გუნდის თამაშს დაღი დაასვა. ხშირი
იყო შეცდომები, შერკინებები, რომლებშიც თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა.

ანგარიში პირველი ტაიმის 22-ე წუთზე იტალიელებმა გახსნეს. ჩვენი მორაგბეები რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ და მეტოქის დამრტყმელმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ იტალიელებმა შვიდ წუთში კიდევ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლეს - 6:0. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ყველაფერი იღონეს, რათა ლელოც და კარიც მშრალად შეენახათ. დაცვაში თავდადებულმა და სწორად თამაშმა მეტოქე არია. ახლა ორი საჯარიმოს გატანა ჩვენმა გუნდმა შეძლო და თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი გახდა - 6:6. ორივე საჯარიმო ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ გაიტანა.

მატჩის დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ისევე, როგორც ირლანდიელებთან მატჩში, დამატებითი საჯარიმოების (პენალტი შუთაუტით) დარტყმა გახდა საჭირო. ორივე გუნდმა ხუთ-ხუთი დარტყმიდან ოთხ-ოთხი გაიტანა - 4:4. ბრძოლა პირველ აცილებამდე გაგრძელდა. პირველს ჩვენი მორაგბე ურტყამდა. აფრასიძემ ზუსტად დაჰკრა, იტალიელმა მიზანს ააცილა და საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა.
იხილეთ ვიდეო - გამარჯვების ემოციები
Sportall.Ge

ფინალში, რომელიც 4 აპრილს ტულუზში, თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება, ჩვენი გუნდი საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, შარშანდელ ჩემპიონს, ინგლისის ნაკრებს სძლია - 23:19.

U18. ევროპის ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
საქართველო-იტალია 6:6 (5:4 საჯარიმოები)
საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი გოგოლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე. 1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე, 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე.
16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელიაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი, 26. სანდრო სვანიძე.

ნახევარფინალი
საფრანგეთი-ინგლისი 23:19

III ადგილისთვის
ინგლისი-იტალია

ფინალი
საქართველო-საფრანგეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
წარმატებები ბოკვერებს!
onise
28 ივნისი 2016 00:42
0
სად უნდა ვუყუროთ ფინალს? ან რომელი ქართული ტელევიზია გადსცემს? გთხოვთ გამაგებინეთ
ლევან
01 აპრილი 2015 22:54
0
რა დაძაბულ შეხვედრებს იგებენ!!!!! ყოჩაღ ბიჭებო!!!!! ჩვენი დროის გმირები!!!!
დათო
01 აპრილი 2015 18:26
0
როგორ აზროვნებთ, რა აზრები გიჩნდებათ,რა შუაშია მეგრელი ან სვანი, ან რაჭველი თუ კახელი, ხო უნდა გამოვიდეთ ოდესმე ამ სისულელეებიდან, ვართ თუ არა ქართველები და ნაღდად გვიხარია თუ არა ჩვენი ჯიშის და გენის ამხელა წარმატება? გაიხარეთ პატარა ქართველებო!
temuri
01 აპრილი 2015 14:46
0
კარგით რა ხალხო, სიხარულმა მაინც გაგვაერთიანოს დაანებეტ თავი,მეგრელია,გურულია,იმერელია...ყველანი ერთნი ვართ.გავიხაროთ ჩვენი ბიჭების წარმატებით!!! გმადლობთ, ბ ო კ ვ ე რ ე ბ ო ,დიდი მადლობა გაიხარეთ და ღმერთი თქვენთან!!!წარმატებები!!!
თაზო
01 აპრილი 2015 13:56
0
სულ ასე გახარებულები ყოფილიყავით და ჩვნც ბევრჯერ გაგეხარებინეთ
gg
01 აპრილი 2015 13:32
0
ყოჩაღ ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ დაანახეთ გაამაყებულ ევროპელებს რომ ვერ დაგაჩოქებენ რაგბში სულით და გულით გილოცავთ ცრემლი მომერია სიხარულის გაიხარეთ.
daviti
01 აპრილი 2015 12:47
0
დალოცვილები იყავით უფლისგან!
Ivane
01 აპრილი 2015 12:15
0
სულ არ ვაპირებდი კომენტარის დადებას მაგრამ ნერვები მომეშალა ისეთი სისულელეები არის დაწერილი კომენტარებში რა შუაშია მეგრელი სვანი კახელი და ასე შემდეგ ეს საქართველოს ნაკრებია და ბიჭებმა საქართველოს სახელისთვის იბრძოლეს ესეთი იდიტობების დაწერა როგორ შეიძლება ბიჭებს ვულოცავ და წარმატებეს ვუსურვებ და კიდევ ერთი ვუსურვებ რომ ზოგიერთებივით იდიოტურად არ ეფიქროდ
მერაბი ლოლომაძე
01 აპრილი 2015 11:44
0
თქვენ შემოგევლეთ ლომის ბოკვრებო,დაგელოცოთ ჯიში და ჯილაგი.
sake
01 აპრილი 2015 10:42
0

სიახლეები პოპულარული