U20. საქართველო VS ურუგვაი - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ალაფას იწყებენ

AutoSharing Option
დღეს, 12 მაისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე", რომელიც პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაიწყება, პირველ მატჩს გამართავს. "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქე ურუგვაის ნაკრები იქნება, რომელიც, შარშანდელს თუ გავიხსენებთ, საკმაოდ სოლიდური, საინტერესო გუნდია.

შეხვედრა საქართველოს დროით 20 საათზე, ლისაბონის ეროვნული სარაგბო აკადემიის "ესტადიო ჟამორზე" (CAR Rugby do Jamor) გაიმართება. გულშემატკივარს შეხვედრისთვის თვალის მიდევნება პორტუგალიის რაგბის კავშირის ვებგვერდზე, ლაივ-სთრიმით შეეძლება (იხილეთ ბმული).

ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა საბრძოლო რაზმი დაასახელეს. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორი ლეგიონერი მოხვდა. ესენია: მესამეხაზელი ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) და მეორეხაზელი
მიხეილ ბუბუტეიშვილი
(ტარბი).

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის მეტოქეები, ურუგვაის გარდა, A ჯგუფში ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან. "ახალგაზრდულ ალაფაზე" გამარჯვებული მომავალ წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. ანზორ სიჭინავა (აკადემია), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), 11. იოსებ კიკვაძე (აია), 10. რეზო ჯინჭველაშვილი (აია), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი). 1. ნიკა ნეფარიძე (ლოკომოტივი), 2. ბადრი ალხაზაშვილი (ლელო), 3. გიორგი მელიქიძე (ხარები), 4. ოთარ გიორგაძე (აია), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (ტარბი), 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), 7. დავით პაპავაძე (ჯიქი), 8. ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი).
16. ლაშა საჯაია (ჯიქი), 17. ბექა კაკაბაძე (კლერმონი), 18. როლანდ კვაჭაძე (ორიაკი), 19. გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), 20. გიორგი კვესელაძე (იუნკრები), 21. თემურ თუთბერიძე (აია), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (აია).

ახალგაზრდული ალაფა
A ჯგუფი: საქართველო, ფიჯი, ურუგვაი, პორტუგალია
B ჯგუფი: კანადა, ნამიბია, ტონგა, ჰონგ კონგი

12 მაისი
საქართველო-ურუგვაი

16 მაისი
საქართველო-ფიჯი

20 მაისი
საქართველო-პორტუგალია

24 მაისი
ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელი ბუბუტეიშვილია ნაკრებში ტორნიკე, თუ მიხეილი და "ლელო", თუ "ტარბი"? :) ვინც ნაკრებშია, "ძირითადში" მყოფად არ ითვლება? "კლერმონი" "ორიაკი" საქართველოს გუნდებია?... პ.ს. ვერ გეთანხმებით... :)))
არა გამოსაქვეყნებლად, მაგრამ...
12:40 12-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული