საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფა მოიგო

AutoSharing Option
24 მაისს ლისაბონში მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფის ფინალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრები კანადას დაუპირისპირდა. ილია მაისურაძის გუნდის უპირატესობა მეტოქეზე აშკარა იყო და ჩვენმა გუნდმა დამსახურებულად იმარჯვა - 49:24.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 24:7 მოიგო, ჩვენებმა 4 ლელო გაიტანეს, მეტოქემ - 1.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო უხვქულიანი გამოდგა, კანადელებმაც გამოიღეს ხელი და საბოლოოდ 49:24 დაფიქსირდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. საერთო ჯამში, ქართველებმა კანადას 7 ლელო გაუტანეს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა გაისად ელიტაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 12 /
გილცავთ! ვულოცავ სრულიად საქართველოს. ვულოცავ ევროპას. M მადლობა ბიჭებო.
batumi
21:53 24-05-2015
0
გილოცავთ ყველას...ირბს ჩინოვნიკებო ეხლა მაინც გაახილეტ თვალები...
Shalva
22:21 24-05-2015
0

სიახლეები პოპულარული