მზ.საქართველო VS ქროშეიზი - სერიის მეორე დაპირისპირება

AutoSharing Option
დღეს, მზარდი საქართველოს ნაკრები ამხანაგური სერიის მეორე მატჩში უელსურ "ქროშეიზს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 სთ-ზე რუსთავის სარაგბო სტადიონზე დაიწყება, დასწრება კი თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერიის პირველ მატჩში, რომელიც 3 ივნისს გაიმართა, სტუმრებმა ანგარიშით 24:17 იმარჯვეს.


სამწუხაროდ იმ თამაშში სამი ქართველი მორაგბე დაშავდა - კაპიტანმა გივი ბერიშვილმა კოჭი მოიტეხა და 5 თვით გამოაკლდა გუნდს; გურამ შენგელიას ტვინის შერყევა აღმოაჩნდა და სამ კვირას დაისვენებს, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილს ერთ კვირაში შეეძლება ვარჯიშის დაწყება.

სერიის მეორე შეხვედრისათვის "მზარდი
საქართველოს" სამწვრთნელო შტაბმა ოთხ მორაგბეს - ოთარ ბარკალაიას (ლელო სარასენს), გიორგი ჭყოიძესა (ლელო სარასენს), გიორგი მჭედლიშვილს (გორის ჯიქი) და ლაშა აზალაძეს (ბათუმი) უხმო.

გუნდს სერიის მეორე მატჩში ჯაბა ბრეგვაძე უკაპიტნებს, ხოლო სანდრო ქოიავა ვიცე-კაპიტანი იქნება.

მზარდი საქართველოს სამატჩო რაზმი:
უკანა ხაზი [ბექები]
15 ირაკლი სვანიძე გორის ჯიქი
14 ანზორ სიჭინავა აკადემია
13 გიორგი ფრუიძე ქუთაისის აია
12 გიორგი ტალახაძე ლელო სარასენს
11 იოსებ კიკვაძე  ქუთაისის აია
10 ოთარ ბარკალაია ლელო სარასენს
9 სანდრო მინდიაშვილი ლელო სარასენს

შერკინება [ფორვარდები]
1 არჩილ ბეჟიაშვილი ლოკომოტივი
2 ჯაბა ბრეგვაძე (კაპ) ბოლნისის ყოჩები
3 ნიკოლოზ ხატიაშვილი ორიაკ (სფრ)
4 ნოდარ ჭეიშვილი ლა’სენ (სფრ)
5 სანდრო ქოიავა ლელო სარასენს
6 მიხეილ გაჩეჩილაძე კარკერან (სფრ)
7 დაჩი კოპაძე ლელო სარასენს
8 ვახტანგ ამირანაშვილი არმაზი

მარქაფა [სათადარიგოები]
25 ბადრი ლიპარტელიანი არმაზი
22 ლევან გოგოლაშვილი ბოლნისის ყოჩები
21 მამუკა ნინიძე გორის ჯიქი
20 ვაჟა ხუციშვილი რუსთავის ხარები
16 გიორგი თედორაძე თიბიეს უნივერს
17 ზურაბ ჯულაყიძე ლელო სარასენს
18 ირაკლი მირცხულავა ტარბ (სფრ)
19 ლაშა აზალაძე ბათუმი
23 გიორგი მჭედლიშვილი გორის ჯიქი
24 დავით პაპავაძე გორის ჯიქი
26 გიორგი ჭყოიძე ლელო სარასენს

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული