ირაკლი ღარიბაშვილი: 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ჩვენ მოვიგებთ

AutoSharing Option
ფოტოზე: სელფი პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 8 ივნისს, "შევარდენის სანაკრებო ბაზას" ესტუმრა. ის ქართველ მორაგბეებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

მასთან ერთად იმყოფებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მათ სავარჯიშო დარბაზი და სათამაშო მოედნები დაათვალიერეს.

პრემიერი ბაზაზე საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მორაგბეებს შეხვდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა.

"როგორც საქართველოს მოქალაქეს და მთავრობის მეთაურს, გული სიამაყით მევსება, ვინაიდან ვუყურებ ამ ძალიან მაგარი ბიჭების წარმატებას. სწორედ მათი დამსახურება არის ის, რომ რაგბი ვითარდება.

რამდენიმე წლის წინათ ბატონმა
ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რაგბის უპრეცედენტო დახმარების პროგრამა, უკვე ათამდე ბაზაა გაკეთებული და ეს მათ შორის ერთ-ერთია.

ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს მორაგბეებს სახელმწიფოსგან მაქსიმალური დახმარება აქვთ. იმით, რომ 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ყველაფერია ნათქვამი. ის, რომ 20-წლამდელთა ნაკრები მომავალ წელიწადს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, უდიდესი გამარჯვებაა.

შემთხვევითი არ არის, რომ 2017 წელს საქართველოში ტარდება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. ეს არის ჩვენი სპორტსმენების, ამ გმირი ბიჭების ძალიან დიდი აღიარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ მიაღწიონ მაქსიმუმს და დარწმუნებული ვარ, 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ჩვენ მოვიგებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Sportall.Ge
ფოტოზე: პრემიერი მორაგბეებს შეხვდა
ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
"გვინდოდა ჩვენი წარმატებული სპორტსმენებისთვის მადლობა გადაგვეხადა; კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი იმ სწორი პოლიტიკისთვის, რაც მთლიანად მთავრობისა და რაგბის კავშირის დამსახურებაა.

რაგბის კავშირი უნდა გახდეს მაგალითი სხვა ფედერაციებისთვისაც, როგორც სწორი მენეჯმენტის და სწორი მმართველობის მაგალითი.

რაგბის კავშირთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რომლითაც ამაყობს მთელი საქართველო. ვფიქრობ, რომ ეს წარმატებები გაგრძელდება და ამით, პირველ რიგში, გაიხარებს ჩვენი გულშემატკივარი".

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"პრემიერ-მინისტრისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც სახელმწიფო იჩენს რაგბისა და ზოგადად, სპორტის მიმართ.

როდესაც ბატონი ირაკლი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დირექტორი იყო, დიდი წვლილი და შრომა ჩადო კონკრეტულად ამ ბაზის მშენებლობაში. იცით, რომ ყველა სარაგბო ბაზა არის სწორედ "ქართუს" აშენებული.

ბიჭებისთვისაც დიდი სტიმულია, როდესაც პრემიერი მოდის პირადად, გვილოცავს წარმატებას. ეს დამატებითი მოტივაციაა ამ ბიჭებისთვის და იმედია, რომ კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მიაღწევენ. ქართული რაგბი ამისკენ მიდიოდა ძალიან ბევრი წელი, ბევრი თაობა და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო შორს წავა".

Sportall.Ge
ფოტოზე: მილტონ ჰეიგი, გიორგი ნიჟარაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ტარიელ ხეჩიკაშვილი
ბადრი ალხაზაშვილი, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი:

"ძალიან დასაფასებელი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი სპორტის მინისტრთან ერთად გვესტუმრა. დავილაპარაკეთ, მოგვილოცეს, ჩვენც დიდი მადლობა გადავუხადეთ მათ მხარდაჭერისთვის.

"მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" ჩვენი გამარჯვება ნამდვილად არ იყო ადვილი. იქ საკმაოდ ძლიერი გუნდები ასპარეზობდნენ. პირველი ადგილი დავიკავეთ და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ, სადაც პლანეტის 12 საუკეთესო გუნდი ითამაშებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, როგორც ჩვენი ნაკრებისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის".

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
სოსო სად წაიკითხე საქართველოს 16წლიანებმა რომ სამხრეთ აფრიკას მოუგწს
vito
05:11 13-10-2015
0
მორაგბეეზე რომ იტყვის კაცი მოღალატეები და პუტინის ბანაკიო, თან მე თვითონ ნამიბიას ვბალეშიკობდიო.
როგორ
00:28 13-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული