შაბათს არგენტინასთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, მათ შემდეგი დღე სრულად აღდგენასა და ვიდეოანალიზს დაუთმეს. დღეს, 22 თებერვალს, 20-წლამდელებმა ვარჯიში განაახლეს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთამერიკული ტურნე "უმცროსი ბორჯღალოსნების" 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა ეტაპს წარმოადგენს. ტურნირი 5-25 ივნისს მანჩესტერში გაიმართება.
არგენტინა-ურუგვაიდან დაბრუნების შემდეგ მსოფლიომდე გუნდი საბოლოო, გენერალურ შეკრებას გამართავს საქართველოში, რომლის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი სატურნირო რაზმს დაასახელებს.
დარჩენილი მატჩების განრიგი
24 თებერვალი, ბუენოს აირესი - 15:30
არგენტინა - საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
ურუგვაი - საქართველო
4 მარტი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
ურუგვაი - საქართველო
მომზადებულია rugbi.ge-ს მიხედვით