U20. ურუგვაი-საქართველო 21:19 - "უმცროსი ბორჯღალოსნების" მესამე მარცხი

AutoSharing Option
28 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამხრეთამერიკულ ტურნეში მესამე შეხვედრა ურუგვაელ თანატოლებთან მონტევიდეოში გამართა და ანგარიშით 19:21 დამარცხდა.

"პირველი 15 წუთი ისე წარვმართეთ, რომ მეტოქეს შანსს არ ვუტოვებდით, მაგრამ მერე ბევრი შეცდომა დავუშვით. ეს მატჩი ჩვენი შეცდომების ხარჯზე წავაგეთ, განსაკუთრებით კი, დასკვნით ფაზაში, როდესაც ქულა-ქულაზე მიდიოდა თამაში.

რა თქმა უნდა, წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ ეს ტურნე მთლიანად ემსახურება მორაგბეების გამოცდას, რათა კიდევ ერთხელ მოგვეცეს მსოფლიოს წინ მათი საქმეში ნახვისა და უკვე ტურნირის წინა შეკრებისთვის გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა", - აქვეყნებს 20-წლამდელთა
ნაკრების მთავარი მწვრთნელის,  ილია მაისურაძის ნათქვამს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი.

მანამდე ქართველი მორაგბეები ორჯერ არგენტინელ 20-წლამდელებს გაეჯიბრნენ და ორივეჯერ დამარცხდნენ (17:36, 11:49). სერიის ბოლო, მეოთხე შეხვედრას "უმცროსი ბორჯღალოსნები" კვლავაც ურუგვაელებთან გამართავენ. მატჩი მონტევიდეოში 4 მარტს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც პლანეტის 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება.

ამხანაგური მატჩი
U20. ურუგვაი-საქართველო 21:19
საქართველო U20: 15 მირიან მოდებაძე, 14 გიორგი მელაძე, 13 სანდრო ილურიძე, 12 გიორგი გოგოლაძე, 11 დავით მესხი, 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 ლაშა მამუჩარაშვილი. 1 თორნიკე მატარაძე, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ), 4 გაგა არაბული, 5 მიხეილ ბაბუნაშვილი, 6 ირაკლი ცხადაძე, 7 გიორგი ცუცქირიძე, 8 ილია სპანდერაშვილი
16 უშანგი ჭეიშვილი, 17 გოგა ხუროშვილი, 18 გურამ პაპიძე, 19 დემურ ეფერემიძე, 20 ვანო ფუტკარაძე, 21 გელა აფრასიძე, 22 გურამ ქანდაურაშვილი, 23 რატი შანიძე
3ლ: ილურიძე, საჯაია, მესხი. 2გ: გოგოლაძე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართული სიიტყვის ძალა,რომ იკარგება ,იწყება ქართული საქმითაც უკან სვლა.რაგბის დროს რომელიმე ქართველი რაგბისტის მიერ თუ გაგიგონიათ თანამებრძოლისათვის თქმა-მეგობარო!მერობრებო! ან ომის დროს ქართველები ერთამანეთს ამხნევებდენ როდესმე -მეგობრებო! ერთხელ ,ქართული ეროვნული ნაკრები ვიღაცას ხვდებოდა და თავგადახვეული სისხლგაჟრენთილი აბუსერიძე ჩახლეჩილი ხმით ბიჭებს აგულიანებდა-ძმებო!!! ერთად, არვ დავთმოთ.ეგრეა საჭირო ნებისმიერ ერთობლივ ქართულ საქმეში, დღეს ვერ შევძლებთ,გავიმართლებთ თავებს,წაგება ჩაფიქრებული იყოო, და ხვალ გავიმარჯვებთო...., არ ხდება ამ წუთი სოფლად მაგდაგვარად,და გული უნდა გულობდეს ქართულად და ქადა ორი ხელით უნდა იჭმებოდეს ,ერთად ვინც ეხლა ვართ,თანადგომით ბოლომდე ,და არა სამომავლო გაძლიერებისა სხვათა მოსვლით,სიტყვების კორეანტელით- მეგობაროთი .თუ არ შეთამაშდი და არ იმარჯვე ეხლა,ხვალ ნაუცბადევად როგორ იმარჯვებ? არ ხდებაო ნეიტრალურად"მეგობრებო" ფუყედ გულის დამამშვიდებლებო,ვისი? უფრო,თქვენსავე, ვერავისი ,ისე რა, ჰაი ჰარალედ თქმულით.სხვის იმედად შტმორჩენილად,მომავალში.თუ ჩვენ არა დღეს,მაშ ვინ იმარჯვებს ხვალ!
studenti. France
19:09 29-02-2016
0
მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ ასეთი მარცხის. გაიხსენეთ, რა შედეგებს აჩვენებდა ძირითადი ნაკრები უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის წინა მატჩებში და რა შედეგი აჩვენა ჩემპიონატზე. მერე გაირკვა, რომ რაღაცეებს კიდევაც მალავდნენ თურმე დრომდე. ასეთი მატჩები მხოლოდ გამოცდისთვის და შეთამაშებისათვის გამოდგება და არა შორს მიმავალი დასკვნების გასაკეთებლად. ჩემპიონატზე კი ამ ბიჭებს ძირითად ნაკრებში მოთამაშე ახალგაზრდებიც დაემატებიან, ნუ დაგავიწყდებათ!
ნოდარი
12:29 29-02-2016
0

სიახლეები პოპულარული