U20. ურუგვაი VS საქართველო - სამხრეთამერიკული ტურნეს დასკვნითი მატჩი

AutoSharing Option
დღეს, 4 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთამერიკული ტურნეს ბოლო, მეოთხე მატჩს ურუგვაის თანატოლთა გუნდთან გამართავს.

თამაში მონტევიდეოში თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და მისთვის თვალყურის დევნება მხოლოდ ტექსტური ლაივით იქნება შესაძლებელი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის  "თვითერზე" იწარმოებს @GeorgianRugby.

შეგახსენებთ, რომ ტურნეში, რომელიც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მანამდე სამი მატჩი გამართეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი ორი თამაში არგენტინის თანატოლთა გუნდთან დათმო (36:17, 49:11), მესამედ კი ურუგვაისთან დამარცხდა (21:19).

"უმცროსი ბორჯღალოსნების" რაზმი ურუგვაის წინააღმდეგ
უკანა ხაზი (ბექები)
15
მირიან მოდებაძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი კოშაძე, 12 გიორგი გოგოლაძე, 11 დავით მესხი, 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 გელა აფრასიძე
შეკრინება (ფორვარდები)
1 უშანგი ჭეიშვილი, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ), 4 მიხეილ ბაბუნაშვილი, 5 დემურ ეფრემიძე, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 ირაკლი ცხადაძე, 8 მიხეილ გორგასლიძე
მარქაფა
16 თორნკინე მატარაძე, 17 გოგა ხუროშვილი, 18 გურამ პაპიძე, 19 გაგა არაბული, 20 ილია სპანდერაშვილი, 21 ლაშა მამუჩარაშვილი, 22 სანდრო ილურიძე, 23 რატი შანიძე.

სამწვრთნელო შტაბი ტურნეს ძალიან დადებითად აფასებს. "უმცროს ბორჯღალოსანთა" ერთ-ერთი მწვრთნელის, ზურა ამონაშვილის განცხადებით, სერია ძალზე მნიშვნელოვანია გუნდის მშენებლობისათვის, ვინაიდან 20-წლამდელებს ამ შემადგენლობით ერთად ბევრი არ უთამაშიათ.

"ხვალ ვნახოთ, რას ვიზამთ. მთლიანობაში ძალიან სასარგებლო და საჭირო ტურნე იყო. მიუხედავად ყველა სირთულისა, ახლანდელი გუნდი (96-97 წელს დაბადებულები) ერთად დიდი ხანია არ ყოფილა. ფაქტობრივად, ორი სხვადასხვა თაობის გუნდია. იმას არ ვამბობთ, რომ რომელიმე მორაგბე ვინმეზე წინ ან უკანაა, მაგრამ წინა ნაკრები დიდხანს იყო ერთად და ბევრად უკეთ შეთამაშებული და "აშენებული" გუნდი იყო - შესაბამისად, ეს ტურნე გუნდის მშენებლობაში გვეხმარება.

ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლასა და წნეხში მოხდა როგორც ინდივიდუალური, ასე გუნდური სისტემების გამოცდა. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რისთვის ვემზადებით - მსოფლიოზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს. შესაბამისად, ძლიერ მეტოქეებთან ყველაფრის გამოცდა ძალიან სასარგებლოა.

ჩვენ ყველა მოთამაშეს მივეცით თამაშის და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ზეწოლის ქვეშ. გვინდა ვნახოთ, რა "მასალისგან" ვაშენებთ გუნდს.

ტურნეს შემდეგ უკეთესად გამოჩნდება საერთო სურათი, რაც კითხვის ნიშნებს შეამცირებს. მსოფლიოს წინა შეკრებაზე აქცენტს უკვე გუნდის ოპტიმიზაციაზე გადავიტანთ და დროს სელექციაზე აღარ დავხარჯავთ.

მიუხედავად სამი წაგებული თამაშისა, გუნდი კარგადაა შეკრული. ერთად ვართ და ერთად ვზრუნავთ იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრაზე და ყველა ვიაზრებთ პასუხისმგებლობას.

საუბრის ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო არგენტინაში საქართველოს საელჩოს - ელჩს, ბატონ გელა სეხნიაშვილს, მრჩეველს, ქალბატონ ქეთი საბაურსა და საელჩოს ყველა თანამშრომელს დიდი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის. მთელი ტურნეს მსვლელობისას ისინი ყველაფერში გვერდში დაგვიდგნენ და დაგვეხმარნენ უამრავი საორგანიზაციო საკითხის უმტკივნეულოდ გადაწყვეტაში. მეტიც, ისინი ხვალ მონტევიდეოში ჩამოვლენ და გვიქომაგებენ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დაემარტად,არ მეგონა ურუგვაისტანაც ტუ ცააგებდნენ,რაგაც ვერ არის გუნდსი ცესრიგში
ალეკსანდრე
16:25 04-03-2016
0

სიახლეები პოპულარული