U18. პორტუგალია VS საქართველო - ფინალის საგზურისთვის

AutoSharing Option
დღეს, 22 მარტს, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში მასპინძელ თანატოლებთან ითამაშებს.

მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება და მის ლაივ-სტრიმს შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში რუმინეთის ნაკრებს სძლია - 49:10 და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ნახევარფინალში პორტუგალიელთა დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ფინალში გავა, სადაც სავარაუდო მეტოქე საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრები იქნება, რომლის მეტოქე ამჯერად ბელგიის ნაკრებია.

საქართველო: 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. თორნიკე ჯალაღონია, 12. კონსტანტინე ხამაშურიძე, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა
აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე. 1. გურამ გოგიჩაიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯემალ შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.
16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი, 20. ალექსანდრე კალმახელიძე, 21. იოსებ ხეტაშვილი, 22. გიორგი ჯორბენაძე, 23. სანდრო სვანიძე

U18. ევროპის ჩემპიონატი
ნახევარფინალი
საქართველო-პორტუგალია
საფრანგეთი-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო აბა თქვენ იცით, მთელი საქართველო თქვენთანაა. მიუხედავად იმისა რომ არცერთი ქართული არხი არ აჩვენებს მაინც თქვენთან ვართ. ისე რა უბედურებაა, ამხელა წარმატებებს ახწევან ბიჭები და მაშ იმის ღირსები არ არიან, ან ჩვენ გულშემატკივრები არა ვართ ღირსები რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადმოსცეს? ან რა საზოგადოებრივია თუ საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებე? ჩვენი გადასახადებით ხომ კარგად ირიგებენ ხელფასებს.
giorgi
13:33 22-03-2016
0
აბა თკვენიცით გაგვახარეტ და გაიხარეთ
Dato
12:18 22-03-2016
0

სიახლეები პოპულარული