U18. ფრანგებთან ფინალური შეხვედრა უშანსოდ დავთმეთ

AutoSharing Option
დღეს, 26 მარტს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საფრანგეთის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა - 42:0.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები იყვნენ, ფრანგი 18-წლამდელები კი - ჩემპიონები. შესაბამისად, წელს შარშანდელი ფინალური წყვილი განმეორდა და ქართველ მორაგბეებს რევანშის აღების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა....

ფრანგებმა, მთლიანობაში, 6 ლელო დაგვიდეს, რასაც საერთოდ ვერაფრით ვუპასუხეთ და საბოლოოდ, ფრანგებთან ზედიზედ მეორე ფინალი წავაგეთ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ტერმინი "ზანგი" არაკორექტულია. გამოვიყენოთ აფრიკელი ან შავკანიანი. რაც შეეხება ნაკრებს, ვეთანხმები მათ ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელია უცხოელი მწვრთნელის (მეორე მაინც) ჩამოყვანა ყველა დონის ახალგაზრდულ ნაკრებში.
gogig
22:33 28-03-2016
0
სულ რამოდენიმე წლის წინ თითო-ოროლა კომენტარები იწერებოდა, მათ შორის ეროვნული ნაკრების შესახებ. დღეს უკვე 18 წლიანთა შესახებაც კი ამდენი კომენტარი, ემოცია და გულისტკივილია მათი არა მარტო ფრანგებთან წაგების, არამედ თამაშის ხარისხის გამო. ეს უკვე ძალიან სასიხარულოა, უფრო მეტნი ვხდებით და ეს ძალიან მახარებს, როგორც ძველ გულშემატკივარს. რაც შეეხება ახალგაზრდების მარცხს ფრანგებთან, უკვე პორტრუგალიასთან თამაშისას გამოჩნდა ის მინუსები, რაც შემდგომ ფრანგებთან კიდევ უფრო ნათელი იყო. უარყოფითი იყო თამაშის ორგანიზაცია, როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში. მოკლე პასები და მიძალება იქვე იბლოკებოდა, ახალს კი ვერაფერს ვთავაზობდით, ბურთს ვერ ვუფრთხილდებოდით, გაცუდებული ბოჭვები, ჯარიმებით თამაში მიწაზე, რაქიდან ბურთის ნელი გამოტანა და ერთფეროვნება, ელემენტალური შეცდომების სიმრავლე და მოთამაშეთა დაბალი სისწრაფე, საშუალო ფიზიკური მომზადება, ცუდი დისციპლინა, დაბალი ინტელექტი. ისე რა შერკინება, კარგი იყო მხოლოდ დერეფანი. რაც მესმოდა მწვრთნელის/ებისგან - არაუშავს, დაწყნარდით, დაწყნარდით, აიწიეთ ..... არ იყო საკმარისი და ისიც ვერ სრულდებოდა. თუმცა ვთვლი, რომ ამ ახალგაზრდებისთვის ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი და პრაქტიკა სამომავლო შრომისთვის, ინდივიდუალურად დახვეწისა და განვითარებისთვის. ერთი ნიუანსიც: ისე, როგორც 6 ერის თამაშებზე ვხედავთ ხოლმე, ძალიან მოსაწონი საქციელია კაპიტნის მიერ ზოგჯერ მატჩის წინ, ზოგჯერ კი მატჩის შემდეგ გუნდის მოთამაშეების წარდგენა და თანხლება და მორაგბეების წარდგენა მიმსალმებელთან/ან მედლების ჩამომტარებელთან. ეს დიდებმაც რომ აკეთონ ძალიან კარგი იქნება. პატივი, თავშეკავება, მოწინააღმდეგის პატივისცემა და ბევრი სხვა ისეთი ნიუანსის სწავლება, რომელიც კულტურის, ინტელექტის მანიშნებელი იქნება, როგორც მთლიანად გუნდის, ასევე იმ ქვეყნისა, რომელსაც ისინი წარმოდგენენ - ამაზეც უნდა იფიქრონ მწვრთნელებმა. ჩვენ კი ვერც ამ ნიუანსებში წარვდექით ღირსეულად. ამას ყველაფერს ნიშნის მოგებით, ან მითუმეტეს ქილიკით არ ვამბობ, გული მეტკინა და მხოლოდ ამიტომ, ნეტავი ვცდებოდე ....
rezo110
18:08 28-03-2016
0

სიახლეები პოპულარული