ეროვნული ნაკრების მსგავსად, 20-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბიც მზადების ბოლო ეტაპზე სარაგბო ელემენტებთან ერთად ფიზ-მომზადების პროგრამით ავარჯიშებს გუნდს, რაშიც 20-წლამდელთა მწვრთნელს, გიორგი ნადარეიშვილს ბორჯღალოსანთა ფიზ.მომზადების მწვრთნელი - ირაკლი ჭყონია ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 7-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება, რომელშიც ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 12 ელიტარულ ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ქართველი 20-წლამდელებიც იასპარეზებენ.
ჯგუფური
7 ივნისი:
ახალი ზელანდია - საქართველო;
11 ივნისი:
უელსი - საქართველო;
15 ივნისი:
ირლანდია - საქართველო.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით