"უმცროსი ბორჯღალოსნების" შტაბმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
4 ივნისს, მანჩესტერში, ოფიციალურად გაიხსნება მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად ითამაშებს. ტურნირში, რომელიც მნიშვნელობით მეორეა მსოფლიო თასის შემდეგ, პლანეტის 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფში საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს, ახალ ზელანდიას, ირლანდიასა და უელსს დაუპირისპირდებიან. ახალი ზელანდია, რომელიც მსოფლიოში უფროსებში და 20-წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონია, უდაოდ ჩვენი ყველაზე ძლიერი მეტოქეა, მაგრამ 20-წლამდე ექვს ერში რეგულარულად მონაწილე ირლანდია და უელსიც არანაკლებად სახიფათონი არიან. შესაბამსად, წლევანდელ მსოფლიოზე იოლი თამაშები ნამდვილად არ გველის.

მანჩესტერში "უმცროსი ბორჯღალოსნების" მატჩებსა და ტურნირის
ფინალის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს "თიბისი ბანკი" და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგვიდგენენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:

7 ივნისი
22:45 სთ. ეი ჯეი ბელ სთედიუმი
ახ. ზელანდია-საქართველო

11 ივნისი

18:45 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი
უელსი-საქართველო

15 ივნისი
20:30 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი
ირლანდია-საქართველო

შეკრების 4 კვირა მიილია
ქართველმა 20-წლამდელებმა მსოფლიოსთვის მზადება 7 აპრილს შერეული, ფიზმომზადებასა და უნარებზე ორინტირებული პროგრამით დაიწყეს, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა. შემდეგ გუნდს სააღდგომო არდადეგები ჰქონდა და შეკრებას 1-ელ მაისს დაუბრუნდა.

მეორე ეტაპიდან პროცენტულად იკლო ფიზ-მომზადებად და მეტი აქცენტი სარაგბო უნარებზე გაკეთდა

"რადგან საქართველოს პირველობის ლიგებში ბიჭებს შედარებით ცოტა სათამაშო დრო ჰქონდათ, გამძლეობისა და ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესების მიზნით, შეკრების პირველი ნაწილი მეტწილად ფიზმომზადებას დავუთმეთ. დროთა განმავლობაში მეტი ყურადღება სარაგბო უნარებსა და ტაკტიკას მივაქციეთ და ახლა შეფარდება 70-30 პროცენტზეა", - განაცხადა "უმცროსი ბორჯღალოსნების "მთავარმა მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ.

ამ პერიოდში გუნდს დაემატნენ ლეგიონერები, რომელთაგან მხოლოდ სამმა - ბექა გორგაძემ, გიორგი ჯავახიამ და ლაშა ტაბიძემ ვერ შეძლეს შეკრებაზე ჩამოსვლა, რადგან სამივეს კლუბი ესპუართა და პრო დე 2-ის პლეი ოფებშია და მათი ჩანაცვლება გუნდებს გაუჭირდათ. თუმცა სამწვრთნელო შტაბს მათთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ისინი სპეციალური პროგრამებით ვარჯიშობენ. სამივე მორაგბე ნაკრებს ინგლისში ჩასვლისთანავე შეურთდება.

მზადების ეტაპი "შევარდენზე" 25 მაისს დასრულდება და 30 მაისს, ტურნირზე გამგზავრებამდე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" რამდენიმე დღეს დაისვენებენ.

"დარჩენილ პერიოდს სათამაშო ელემენტების დახვეწას დავუთმობთ. ინგლისში რომ ჩავალთ, ერთ დღეს დავისვენებთ და 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ინტენსიური ვარჯიშები გვექნება. 5 ივნისიდან მეტ დროს დავუთმობთ აღდგენას და 7 ივნისს ვითამაშებთ პირველ მატჩს".

სატურნირო რაზმი
სამწვრთნელო შტაბმა სატურნირო, 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

"სამწუხაროდ რამდენიმე მორაგბემ ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა. რამდენიმეც საჭირო კონდიციაში არ იყო, მაგრამ მწვრთნელებმა მათ სპეციალური პროგრამები დავურიგეთ და ისინი რეზერვად განიხილებიან.

იმედი მაქვს, რომ ყველა ჯანმრთელად ვიქნებით, მაგრამ ტურნირის მსვლელობისას თუ ვინმე ტრავმას მიიღებს, მათ ჩანაცვლებას შევძლებთ.

მიმაჩნია, რომ მოცემულ მომენტში ოპტიმალური შემადგენლობით გავემგზავრებით", - აღნიშნა მაისურაძემ, რომლის რაზმში შარშანდელ მსოფლიო ალაფის ჩემპიონებს, "უფროს ბორჯღალოსნებში" კეპმოხვეჭილ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშებ 20-წლამდელებს ვიხილავთ.

სატურნირო შემადგენლობაში სამწვრთნელო შტაბმა თავი მოუყარა შვიდ პირველ ხაზელს. აქედან ორი მარცხენა ბურჯია, ორიც კვაჭი და სამი მარჯვენა ბურჯი, აქედან ერთ-ერთს სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

სამი ნომინალური მეორე ხაზელი გვყავს, რომლიდანაც ერთს მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში, ხოლო ხუთი მესამეხაზელისგან ორს საჭირეობის შემთხვევაში მეორე ხაზშიც ვიხილავთ.

უკანა ხაზელებიც ამ პრინციპით შეირჩნენ. ორი 9 ნომერი მგეზავის პოზიციას ფარავს და პირიქით, ხოლო შუმარბებს, ფრთებსა და ფულბეკებს ერთმანეთის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვთ.

"მინდა ავღნიშნო, რომ წინ ძალიან რთული ტურნირი გველის - თამაში ყოველ მეოთხე დღეს გვაქვს. შესაბამისად, სათამაშო კომპონენტების დასახვეწად ცოტა დრო გვექნება. ბევრ დროს დავუთმობთ აღდგენასა და ვიდეონალიზს. აქედან გამომდინარე, შევეცადეთ ისეთი მორაგბეები შეგვერჩია ვინც სხვა და სხვა პოზიციების დაფარვას შეძლებენ.

სათამაშო დრო ყველას მიეცემა. ზოგს შეიძლება მეტი ან ნაკლები. ჩვენ იმდენად კონკურენტუნარიანი ჯგუფი გვყავს, რომ შეუძლებელია, ერთმა შემადგენლობამ ითამაშოს ყველა თამაში.

გვინდა, რომ ტურნირზე მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოდ თამაშის ხარისხს", - დასძინა მაისურაძემ.

გამოცდილი მორაგბეები
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდში გამოცდილი მორაგბეების ყოლას. საბედნიეროდ "უმცროს ბორჯღალოსანთა" რიგებში ასეთი ბევრია.

"გვაყს ჯგუფი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ერთად მოდის და თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

გვყავს ისეთებიც, რომლებსაც უკვე უფროსი სანაკრებო გამოცდილება დაუგროვდათ - გიორგი მელიქიძე და ვიცე-კაპიტანი ბექა გორგაძე და რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია გუნდის კაპიტანი, ვასკა ლობჟანიძე, რომლის ეროვნულ ნაკრებში და შარშანდელ მსოფლიო თასზე მიღებული გამოცდილება უდაოდ გამოგვადგება".

20 წლამდელთა სატურნირო რაზმი
(მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 7-25 ივნისი, მანჩესტერი)

უკანა ხაზი [ბექები]: 15 სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 15 მირიან მოდებაძე (აია), 15 ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14/11 დავით მესხი (არმია), 14/11 ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13/12 სანდრო ილურიძე (აკადემია), 13/12 გიორგი კვესელაძე (იუნკერები), 13/12 გიორგი კოშაძე (ხარები), 13/12 გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 10 დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 10 რატი შანიძე (ლელო), 9 გელა აფრასიძე (ლელო), 9 ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).

შერკინება [ფორვარდები]: 1 თორნიკე მატარაძე (აია), 1 ნიკა ნეფარიძე (კლერმონი), 2 ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), 2 ლაშა საჯაია (ჯიქი), 2 გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 3 გიორგი მელიქიძე (სტად), 3 ლაშა ტაბიძე (ბორდო), 4/5 მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 4/5 დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 4/5 ოთარ გიორგაძე (კლერმონი), 4/5 გიორგი ჯავახია (ლიონი), 6/7/8 ბექა გორგაძე (მონ'დე'მარსან), 6/7/8 ილია სპანდერაშვილი (არმია), 6/7/8 გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), 6/7/8 ირაკლი ცხადაძე (არმაზი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული