ირლანდიელებთან მატჩი 15 ივნისს გაიმართება და ამ მატჩში შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს ქართველი დაუპირისპირდეს.
საქმე ისაა, რომ ირლანდიელთა თავკაცმა ნაიჯელ კაროლენმა 28-კაციან სიაში მოულოდნელად შეიყვანა ხუთი ისეთი მორაგბე, რომელსაც ირლანდიის 20-წლამდელთა გუნდში არასოდეს უთამაშია და ამ ხუთეულიდან ერთ-ერთი ვახ (ვახტანგ) აბდალაძეა.
ჯგუფის ფინალურ მატჩში შესაძლოა, აბდალაძეს მშობლიური ქვეყნის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში. "ლესტერის" ბურჯი ირლანდიაში ოჯახთან ერთად 12 წლის ასაკში გადაბარგდა. მამამისი მორაგბე იყო.
მამამისი ნიკა აბდალაძე "ბორჯღალოსანი" იყო,
"ქართველები, როგორც ყოველთვის, ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, ამიტომაც მათთან დიდი დაპირისპირება გველის", - აცხადებს ირლანდიელთა თავკაცი კაროლენი.