ირლანდიის ნაკრებში ქართველი მორაგბე ითამაშებს

AutoSharing Option
მსოფლიოს 20-წლამდელთა სარაგბო პირველობაზე საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ირლანდიელებთან მატჩი 15 ივნისს გაიმართება და ამ მატჩში შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს ქართველი დაუპირისპირდეს.

საქმე ისაა, რომ ირლანდიელთა თავკაცმა ნაიჯელ კაროლენმა 28-კაციან სიაში მოულოდნელად შეიყვანა ხუთი ისეთი მორაგბე, რომელსაც ირლანდიის 20-წლამდელთა გუნდში არასოდეს უთამაშია და ამ ხუთეულიდან ერთ-ერთი ვახ (ვახტანგ) აბდალაძეა.

ჯგუფის ფინალურ მატჩში შესაძლოა, აბდალაძეს მშობლიური ქვეყნის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში. "ლესტერის" ბურჯი ირლანდიაში ოჯახთან ერთად 12 წლის ასაკში გადაბარგდა. მამამისი მორაგბე იყო.

მამამისი ნიკა აბდალაძე "ბორჯღალოსანი" იყო,
თავად ვახტანგს კი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.

"ქართველები, როგორც ყოველთვის, ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, ამიტომაც მათთან დიდი დაპირისპირება გველის", - აცხადებს ირლანდიელთა თავკაცი კაროლენი.

 

მკითხველის კომენტარები / 8 /
carmatebebi vaxtang
iasona
03:26 24-05-2016
0
5 წლიდან რომ წასულია,ეს არ გამორიცხავს,რომ ნათამაშები ჰქონდეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში.
გაგა
09:49 24-05-2016
0

სიახლეები პოპულარული