"უმცროსი ბორჯღალოსნები" ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მსოფლიოს ჩემპიონ ახალზელანდიელებთან ერთად, ახალგაზრდულ გუნდებს შორის ექვსი ერის წლევანდელი გამარჯვებული უელსის ნაკრები იქნება მეტოქე. ამას ემატება ირლანდია, რომელმაც სტუმრად შეძლო ინგლისელი თანატოლების დამარცხება.
ერთი სიტყვით, მეტოქეებმა შემადგენლობები უკვე დაასახელეს და მომავალი ბატალიების შესახებ მოკლე კომენტარიც გააკეთეს.
როგორც ყოველთვის, სერიოზული გუნდით ეწვევა ინგლისს ახალი ზელანდია, რომლის თავკაცმა სკოტ რობერტსონმა 28-კაციან შემადგენლობაში ექვსი ისეთი მორაგბე შეიყვანა, რომლებიც ზე რაგბის
მიტჩელ იაკობსონი პირველი მორაგბეა, რომელიც მესამე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს ახალგაზრდებს შორის. ამჯერად, ახალზელანდიელთა რიგებში მისი უმცროსი ძმა ლუკ იაკობსონიც გაირჯება.
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს ასევე 2011 წლის მსოფლიოს თასის მფლობელ ბოდენ ბარეტის ძმა ჯორდი ბარეტი.
"ჩვენ საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ. უელსის ნაკრებმა წლეულს ექვსი ერის გათამაშება მოიგო. ირლანდიაც ასევე შესანიშნავი გუნდია და საქართველო, რომელიც ამ ტურნირზე ახალბედაა, მაგრამ ვიცით, რომ ძლიერი შერკინება ჰყავს და კონტაქტური, ძალისმიერი თამაშის მიმდევრები არიან.
ჩვენი მიზანია არა ტიტულის შენარჩუნება, არამედ ინგლისში ჩემპიონობის დამსახურებულად, კიდევ ერთხელ მოპოვება", - თქვა ახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სკოტ რობერტსონმა.
ჩვენი მეორე მეტოქე, უელსის ნაკრები 2013 წლის მსოფლიოს თასზე ფინალის მონაწილეა. ცხადია, ძალიან ძლიერი და სერიოზული მეტოქეა. აი, რას ამბობს საქართველოს ნაკრებზე უელსელთა მწვრთნელი ჯეისონ სტრეინჯი.
"ქართველ მორაგბეებს ყველა ასაკში სერიოზული პროგრესი აქვთ. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ დამაჯერებლად მოიგო შარშან მსოფლიოს ალაფა. მათ ფინალში საკმაოდ ძლიერი კანადა დაამარცხეს. ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაშის წინ ქართველებთან ასპარეზობა ჩვენთვის ძალიან სასარგებლო გამოცდილება იქნება".
ხელწამოსაკრავ მეტოქედ საქართველოს ნაკრებს არც ირლანდიელთა თავკაცი ნაიჯელ კაროლენი მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ მან 28-კაციან განაცხადში მოულოდნელად შეიყვანა ხუთი ისეთი მორაგბე, რომლებსაც ირლანდიის 20-წლამდელთა გუნდში არასდროს უთამაშიათ. ამ ხუთეულიდან ერთ-ერთი წარმოშობით ქართველი პირველხაზელი ვახტანგ აბდალაძეა.
"ქართველები, როგორც ყოველთვის, ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. ამიტომაც მათთან დიდი დაპირისპირება გველის" - თქვა ნაიჯელ კაროლენმა.
საქართველო
შერკინება: 1 თორნიკე მატარაძე (აია), 1 ნიკა ნეფარიძე (კლერმონი), 2 ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), 2 ლაშა საჯაია (ჯიქი), 2 გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 3 გიორგი მელიქიძე (სტად), 3 ლაშა ტაბიძე (ბორდო), 4/5 მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 4/5 დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 4/5 ოთარ გიორგაძე (კლერმონი), 4/5 გიორგი ჯავახია (ლიონი), 6/7/8 ბექა გორგაძე (მონ'დე'მარსანი), 6/7/8 ილია სპანდერაშვილი (არმია), 6/7/8 გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), 6/7/8 ირაკლი ცხადაძე (არმაზი).
უკანა ხაზი: 15 სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 15 მირიან მოდებაძე (აია), 15 ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14/11 დავით მესხი (არმია), 14/11 ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13/12 სანდრო ილურიძე (აკადემია), 13/12 გიორგი კვესელაძე (იუნკერები), 13/12 გიორგი კოშაძე (ხარები), 13/12 გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 10 დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 10 რატი შანიძე (ლელო), 9 გელა აფრასიძე (ლელო), 9 ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
ირლანდია
შერკინება: ენდრიუ პორტერი (ლენსტერი), ჯეიმზ ბოლარდი (უნივერსიტეტი), ვახტანგ აბდალაძე (ლენსტერი), ადამ მაკბრაუნი (ალსტერი), ვინსენტ ობრაიანი (მანსტერი), კონორ კინი (ქონოთი), ბენ ბეტსი (მანსტერი), კილან გალაჰერი (ქონოთი), ჯეიმზ რაიანი (ლენსტერი), შონ ოკონორი (მანსტერი), ევან მინტერნი (მანსტერი), გრეგ ჯოუნზი, ვილ კონორსი, მაქს დიგანი (სამივე-ლენსტერი), კელვინ ბრაუნი (მანსტერი), დევიდ სპრილი (ლენსტერი).
უკანა ხაზი: სტივენ კერენსი (ქონოთი), ნილ სანდერსი (ექსაიელსი), ბილ ჯონსტონი (მანსტერი), ჯონი მაკფილიპსი (ალსტერი), კონორ ობრაიენი (ლენსტერი), შეინ დეილი (მანსტერი), ჯიმი ობრაიენი (ლენსტერი), პოლ კირნანი (მანსტერი), ტერი კენედი, ჰიუგო კინანნი, მეთიუ ბაირნი (სამივე-ლენსტერი).
უელსი
შერკინება: ტომ ფილიპსი, რის ფასეტი, დავიდ ჰიუზი, შონ ევანსი, ჯოშ მაკლოიდი (ყველა-ჰლანეჰლი), კორი დომაჩოვსკი, კირონ ასირატი, დილონ ლუისი, ლიამ ბელჩერი, სებ დევისი, შეინ ლუის-ჰიუზი, მორგან სინიავსკი (ყველა-კარდიფი), ლეონ ბრაუნი, ჰარისონ კიდი (ორივე-ნიუპორტი), ადამ ბირდი (ოსფრიზი).
უკანა ხაზი: რობენ მორგან-ვილიამსი, კილან ჯაილესი, ჯო გეიჯი კირან ვილიამსი, ჯო თომასი, ტომ ვილიამსი, კილან ჯაილესი (ყველა-ოსფრიზი), დეკლან სმითი, დანიელ ჯონზი, ბილი მაკბრაიდი (ყველა-ჰლანეჰლი), ჯეროდ ევანსი, ჰარი მილარდი (ორივე-კარდიფი), (ოსფრიზი), ჯორჯ გესონი (ნიუპორტი), რუნ ვლიამსი (რგს 1404).
ახალი ზელანდია
ეიდენ ჯონსტონი, შონ სტოდარტი, შეინ პარანიჰი, ალექს ფაიდაუ, სოსეფო კაუტაი, ლენი აპისაი, ასაფო აუმუნა, ქვენთინ სტრეინჯი, ჰამიშ დალზელი, ისაია ვოლკერ-ლივერი, ფინ ჰოეატა, მიტჩელ იაკობსონი, ლუკ იაკობსონი, დალტონ პაპალილი, მარინო მიკაელე ტუუ, ჰაპაკუკი მაოალა-ლიავაა, ჯონათან ტაუმატეინე, სემ ნოკი, სტივენ პეროფეტა, თი ჯეი ვაა, ორბაინ ლეგერი, ჯორდი ბარეტი, პატელესიო ტომკინსონი, ჯონა ლოუ, მალო ტუიტამა, კელებ მაკინი, შონ სტივენსონი, ჯორდან ტრეინორი.
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი
7 ივნისი
საქართველო-ახალი ზელანდია
11 ივნისი
საქართველო-უელსი
15 ივნისი
საქართველო-ირლანდია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებები ამ ბიჭებს!