ზელანდიელთა მწვრთნელმა სკოტ რობერტსონმა უძლიერესი სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 5 მორაგბეა სუპერრაგბის ტურნირიდან.
მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ეს ხუთეული პროფესიონალიზმს შემატებს გუნდს, რომლის 9 წევრი იმდენად ახალგაზრდაა, რომ გაისადაც შეუძლია 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში.
"ჩვენი თამაშის დაგეგმვა, როგორც ყოველთვის, ასეთია - 80% ყურადღებას საკუთარ მზადებაზე ვამახვილებთ და 20%-ს ვუთმობთ მეტოქეს, რომელსაც ყოველთვის დიდ პატივს ვცემთ. მეტოქისთვის ეს თამაში კარიერის უმნიშვნელოვანესია. მათ სურთ ზელანდიასთან თამაში და მისი
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. საქართველოს პირველად ვეთამაშებით. მათ ძალიან უყვართ კონტაქტური თამაში. მათ უყვართ შერკინება.
ისინი ძალიან ჰგვანან თამაშის სტილით არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს. ქართველები დიდები და ძლიერები არიან. ხვალინდელ თამაშში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ელემენტებიც იქნება".