პირველ ტაიმში ზელანდიელებმა 5 ლელო გაიტანეს, რომელთაგანაც 3 გარდასახეს - 31:0.
მეორე ტაიმში უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" კიდევ 4 ლელო გაუშვეს და მატჩი 0:55 დათმეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეორე შეხვედრას 11 ივნისს გამართავს უელსის ნაკრების წინააღმდეგ. პულში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მეტოქე ირლანდიაა.