U20. ქართველი მორაგბე ახალზელანდიელი მეტოქისთვის კბენის გამო დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების უკანახაზელი გურამ ქანდაურაშვილი სადისციპლინო კომისიაზე დაიბარეს. მას ბრალად ახალზელანდიელი მიტჩელ ჯეიკობსენისთვის კბენა ედებოდა.

U20. საქართველო-ახ.ზელანდია 0:55 - გაკვეთილი მიღებულია... [VIDEO]

ქართველი მორაგბე, რომელსაც რაგბიდან ერთი წლით მოკვეთა ემუქრებოდა, საბოლოოდ 9-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

შემთხვევა მანჩესტერში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა, სადაც "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი შეხვედრა ახალი ზელანდიის ნაკრებთან 0:55 წააგეს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მორიგ მატჩს 11 ივნისს, უელსელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
იაშკა

კბენა არაკაცური საქციელია, ამაში რას ხედავ საამაყოს? მხდალი, ახვრული საქციელი, ქალაჩუნური საქციელი, არავაჟკაცური საქციელი. წაგებაც არის და წაგებაც, თუ მოწინააღმდეგეს თამაშით ვერაფერს უხერხებ კბენით რას უზამ? ღირსებაც ხომ არ უნდა დაკარგო? ეს ახალგაზრდა სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს რომ საქართველო აღარ შეარცხვინოს მეორედ!

ერთადერთი რითაც ქართული რაგბი განვითარდება და მიაღწევს მაღალ კლასს არის დაუღალავი შრომა, მეტი თამაშები მაღალი დონის ნაკრებებთან. პროგრესი აუცილებლად გვექნება. იმედია ნაკრების ღირსება-არ-დაკარგული ბიჭები, და ასეთია უმრავლესობა ამ კბენიას გარდა, სწორ დასკვნებს გამოიტანენ ამ გამანადგურებელი წაგების და მწარე გაკვეთილის შემდეგ. და ეს დასკვნა უნდა იყოს დაუღალავი შრომის, ფიზიკური განვითარების, ტექნიკის დახვეწის აუცილებლობა.

ყურებს ნუ ჩამოყრით. წარმატებებს გისურვებთ.
ლუკა
18:16 11-06-2016
0
მარტო ამ ქვეყანაში ხდება როცა წაგებულ გუნდს(წაგებასაც გააჩნია 0:55)აქებენ და ადიდებენ როცა, მინიმუმ არასპორტულ საქციელს უწონებენ.... კბენა რა ვაჟკაცის საქციელია "იაშკა" სულ ლომები რომ გელანდება შენ?!
zaza
20:13 10-06-2016
0

სიახლეები პოპულარული