World Rugby-მ ბექა გორგაძე მამუკა გორგოძეს შეადარა და სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისურ მანჩესტერში ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში დაძაბულ ბრძოლაში წააგო უელსის ნაკრებთან - 9:10.

- U20. საქართველო-უელსი 9:10 - ვითამაშეთ ხასიათით და გულით [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ World Rugby-მ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბექა გორგაძე, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და ჩვენი ეროვნული ნაკრების ლიდერს, მამუკა გორგოძეს შეადარა.

"ქართველი გმირის კვალდაკვალ" - წერს World Rugby.

მეორე ტურის სიმბოლური ნაკრების შერკინება ასე გამოიყურება:

1. ენდრიუ პორტერი (ირლანდია), 2. ადამ მაკბურნი (ირლანდია), 3. მარკო რიკიონი (იტალია), 4. ფრანკო მოლინა
(არგენტინა), 5. ჯეიმზ რაიანი (ირლანდია), 6. ფაულუა მაკისი, 7. ვილ ევანსი, 8. ბექა გორგაძე (საქართველო)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრას 15 ივნისს, მანჩესტერში, ირლანდიის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა თუ მიხვდებით სათაურში რა შეცდომაა?
ელგუჯა
13:45 14-06-2016
0
ელგუჯას. განა მარტო ერთი შეცდომაა, ორია:
ა) World Rugby-მ
ბ) სიმბოლურში შეიყვანა
giglia
15:29 14-06-2016
0

სიახლეები პოპულარული