U20. საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა და მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
20 ივნისს მანჩესტერში საქართველოს ნაკრებმა 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა იტალიელ თანატოლებთან და 18:17 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი იტალიელებმა 7:5 მოიგეს.

შესვენების შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ორი ლელო გაიტანეს, რასაც იტალიელებმა ერთი საჯარიმოთი უპასუხეს - 15:10.

ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა, მატჩში პირველად, შეძლეს საჯარიმოს გატანა - 18:10.

უკანასკნელ წუთზე იტალიელებმა შეძლეს ლელოს დადება და გარდასახვა, გამარჯვება კი "უმცროს ბორჯღალოსნებს" დარჩათ, რომლებისთვისაც ეს პირველი მოგებაა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-9 ადგილის პლეი ოფის ნახევარფინალური დაპირისპირება იყო. მეორე ნახევარფინალურ წყვილში
საფრანგეთი და იაპონია ხვდებიან, მათში გამარჯვებულს საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის მატჩში შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო დიდი მადლობა თავდადებისთვის! ქართული რაგბი სანდო ხელშია რა თაობა გვეზრდებააა
beeq
20:17 20-06-2016
0
მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით. დარტყმები და აუტები არ წაგვივიდა თორე მინიმუმ 15 ქულით მოვუგებდით. რაც მთავარია დავამტკიცეთ რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეა ჩვენი ადგილი. მომავალ წელს უფრო მეტს მივაღწევთ უკვე ჩვენი დახმარებით!!!
Coma
20:22 20-06-2016
0

სიახლეები პოპულარული