დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?

AutoSharing Option
"ბაგრატი" და "არმაზი" სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. აქედან გამომდინარე, მათ შორის დაძაბული და უშეღავათო ორთაბრძოლა უნდა გამართულიყო. მოლოდინი არ გამართლდა.

ქუთაისურმა გუნდმა საოცრად სუსტად ითამაშა და სტუმრებს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. "ბაგრატმა" სეზონი რამდენიმე წამყვანი მორაგბის გარეშე განაახლა. გიორგი ფრუიძე და რეზო ჯინჭველაშვილი ნაკრებში არიან გამოძახებულნი. გიორგი ტორაძე და ბექა ფრუიძე კი ქუთაისელებმა ტრავმების გამო მოისაკლისეს.

შეხვედრა თავიდანვე ირაკლი მაჩხანელის შეგირდების უპირატესობით წარიმართა, "არმაზი" ბურთს ფლობდა და სწრაფად უტევდა. "ბაგრატი" კი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.

ქუთაისელები ვერც შერკინებაში ყოჩაღობდნენ და რამდენჯერმე საკუთარი დერეფანიც წააგეს. ამას ისიც ერთვოდა, რომ ბურთს ხშირად კარგავდნენ. მე-9 წუთზე მასპინძელთა კაპიტანი ლევან თხელიძე გაასინბინეს.

თბილისელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს, კარგად შეუტიეს, შერკინება მოიგეს, ძალისმიერად მიაწვნენ და შეტევა გიორგი სოსელიამ ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა დავით კიკნაძემ გაიტანა.

ქუთაისელები თამაშში გარდატეხის შეტანას შეეცადნენ, თითქოსდა, ცოტა გააქტიურდნენ, მაგრამ... სტუმრებმა ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი გარდასახული ლელო გაიტანეს - 21:0.

მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. "ბაგრატი" მთლიანად მოიშალა, "არმაზი" კი ქუთაისელთა შეცდომებით კარგად სარგებლობდა და აქტივს კიდევ ხუთი ლელო მიუმატა - 57:0.

დიდი 10. XII ტური
ბაგრატი-არმაზი 0:57
ბაგრატი (15-9) ოდიშარია (ლომინაძე 53), საკანდელიძე, ბ.ტორაძე, კუხიანიძე (ცნობილაძე 36), ჯ.ბალანჩივაძე, კვერნაძე, გ.ლოსაბერიძე; (1-8) ასათიანი, კობახიძე (ქარჩხაძე 70), ნ.ბალანჩივაძე (ჭელიძე 41), შაშიაშვილი (კიკვაძე 8), არჩვაძე (ხელაძე 68), ცირეკიძე (კენჭაძე 46), გუდაძე (ჩიქვინიძე 48), თხელიძე
სინბინი: თხელიძე, კენჭაძე, კვერნაძე
არმაზი (15-9) ს. ხურცილავა, ლეგაშვილი (წიკლაური 73), გიგაური, კაიფაჯიანი, გიორგაძე, კიკნაძე (თ.ხურცილავა70) , დვალიშვილი (მჟავანაძე 74); (1-8) ფხაკაძე (არდაზიშვილი 48), ხუროშვილი, მაღალდაძე (გაგნიძე 60), ჯიმშელეიშვილი, ფრიდონიშვილი, ბერაძე, ბინაშვილი (ესართია 58), სოსელია(ელისაშვილი 74)
8ლ: სოსელია, ლეგაშვილი, გიგაური (4), გიორგაძე, თ.ხურცილავა. 7გ: კიკნაძე (4), თ.ხურცილავა (2), ს.ხურცილავა. ს:კიკნაძე
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

სხვა მატჩები
ლელო-არმია 27:26
ლოკომოტივი-აკადემია 6:10
ყოჩები-ბათუმი 10:40
ჯიქი-აია 13:18


სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 12 8 2 2 +72 41 5
2. ბათუმი 12 9 0 3 +136 40 4
3. აია 12 9 0 3 +48 39 3
4. ლოკომოტივი 12 8 1 3 +65 38 4
5. ჯიქი 12 6 1 5 +88 34 8
6. აკადემია 12 6 0 6 -2 28 4
7. არმია 12 5 0 7 -37 23 3
8. ბაგრატი 12 3 0 9 -169 17 5
9. არმაზი 12 3 0 9 -64 15 3
10. ყოჩები 12 1 0 11 -137 7 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული