დიდი 10: "ლელო-სარასენსი" - "ბაგრატი" 33:5
თბილისის "ლელო-სარასენსმა" ქუთაისის "ბაგრატს" დასკვნით 15 წუთში სამი ლელო გაუტანა და დაგეგმილი ბონუსით, 33:5 დაამარცხა.

ლევან მაისაშვილმა მეორე წრის პირველ და წლის დასკვნით მატჩში, აუტსაიდერ მეტოქესთან გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა და შემადგენლობა ახალგაზრდებით დააკომპლექტა. მიუხედავად ამისა, ‘ლელო-სარასენსმა’ თამაში სასურველ რითმში დაიწყო, ჯარიმა კარში არ დაარტყა, დერეფნიდან 10-მეტრიანი მოლი ააგორა და ზურაბ ხორბალაძემ ლელო გაიტანა. 5 წუთში თბილისელებმა ხელდახელ შეუტიეს, რატი შანიძემ ხაზი გაჭრა და თამაში ააჩქარა, მას ჯაბა სიხარულიძე მიყვა და ოფლოუდის შემდეგ ლელოში ალექსანდრე ხეცოიძე შევიდა. თენგო პერანიძემ მეორე გარდასახვა გამოიყენა - 12:0.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ მასპინძლებმა შეცდომებს მოუხშირეს და მომდევნო 55 წუთის განმავლობაში ქულა ვერ აიღეს. თამაშის ტემპი და ხარისხი მკვეთრად დავარდა და 34-ე წუთზე ‘ბაგრატმა’ თბილისელთა შეცდომით ისარგებლა, თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო და ის ლევან ჩიქოვანის ლელოთი დასრულდა. ზვიად ოდიშარიას გარდასახვა და მეორე ტაიმში ჯარიმა გაუცუდდა.

რადგან ღია თამაშით არაფერი გამოდიოდა, ‘ლელო-სარასენსმა’ თავის მძლავრ იარაღს, მოლს მიმართა და ჩიქოვანი მისი ჩაქცევისთვის სინბინით დაისაჯა, ხოლო ერთ წუთში მოლი ლელოთი შეცვლაზე შესულმა ნიკა სვიმონიშვილმა დაასრულა. ორიოდე წუთში თბილისელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, შეცვლაზე შესულმა ოთარ ბარკალაიამ ბურთი კარგად გაანაწილა და თორნიკე ახობაძეზე მაღალი ბოჭვა შესრულდა, რამაც მურმან საკანდელიძე შეიწირა (სინბინი).

13-მა სტუმარმა მოლის შეჩერება მოახერხა, რაქიდან სვიმონიშვილმა შეუტია და დუბლი გაიფორმა. ამით ‘ლელო-სარასენსმა’ პრემია გაიფორმა, თუმცა საფინალო სასტვენამდე ხელდახელ კიდევ ერთხელ შეუტია და ცისკარა ბერიაშვილმა ლამაზი ლელო გაიტანა. პერანიძემ ბოლო სამი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ‘ლელო-სარასენსმა’ 33:5 მოგებით ბონუსიც ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა. ის ლიდერ ‘აიას’ 2 ქულით ჩამორჩება. ‘ბაგრატს’ 5 ქულა დარჩა და ბოლო ადგილზეა

rugby.ge-ს

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება