პირველი ლიგა: "თიბისი" უმაღლესისკენ მიიწევს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

შეჯიბრების ფავორიტმა თბილისის "თიბისის" ერთადერთ სერიოზულ კონკურენტს, ქუთაისის "ბაგრატს" უმასპინძლა და 22:3 დაამარცხა. შედეგად, თბილისური გუნდი დაუმარცხებლად ლიდერობს.

მეორე მატჩში ფოთის "რაინდებმა" შინ წააგეს პატარძეულის "ვეფხვებთან" - 14:26. აღსანიშნავია, რომ ქუთათურებს, რომლებიც ახლა მეორე ადგილზე არიან, ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.

საბოლოოდ პირველი ლიგის გამარჯვებულის ვინაობა, სავარაუდოდ, ბოლო ტურში ქუთაისში, "ბაგრატისა" და "თიბისის" დაპირისპირებაში გაირკვევა.

I ლიგა
III ტური
თიბისი-ბაგრატი 22:3, რაინდები-ვეფხვები 14:26
სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 14 ქულა,
2. ბაგრატი - 5, 3. ვეფხვები - 4, 4. რაინდები - 0.

IV ტური
რაინდები-თიბისი, ვეფხვები-ბაგრატი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ლოკომოტივის ბ-ლიგის სურათია :D :D :)))
svani_7
20:51 11-04-2013
0

სიახლეები პოპულარული