პირველი ლიგა: თიბისი და "ბაგრატი" უმაღლესისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პლეი ოფში გასული ორი გუნდი ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაირკვა: თბილისის თიბისი და ქუთაისის "ბაგრატი" უმაღლეს ლიგაში მოხვედრისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

ბოლოსწინა ტურში ქუთათურებმა სტუმრად დაამარცხეს აუტსაიდერი - ფოთის "რაინდები" - 43:5. ამ დროს კი მათი უშუალო კონკურენტი - პატარძეულის "ვეფხვები" შინ დამარცხდა ლიდერთან, თბილისის თიბისი-სთან- 23:33. შედეგად "ბაგრატმა" პატარძეულელებს რვა ქულით გაუსწრო და მეორე ადგილი დაიბევა.

ამრიგად, ბოლო, მეხუთე ტურის გამართვამ აზრი დაკარგა. უკვე დადგენილია, რომ თიბისი ორი მატჩის ჯამში შეეცდება უმაღლეს ლიგაში ბოლო
ადგილზე გასული თბილისის "ყოჩების" დამარცხებას და უძლიერესთა შორის ადგილის დაკავებას. ქუთაისის "ბაგრატის" მეტოქე კი უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე გასული თბილისის "აკადემია" იქნება.

I ლიგა
V ტური
ბაგრატი-რაინდები 43:5, ვეფხვები-თიბისი 23:33.
სატურნირო მდგომარეობა: 1. თიბისი - 24 ქულა, 2. ბაგრატი - 16, 3. ვეფხვები - 8, 4. რაინდები - 0.

პლეი ოფი
11 მაისი
თიბისი-ყოჩები, ბაგრატი-აკადემია

22 მაისი
აკადემია-ბაგრატი, ყოჩები-თიბისი

* * *

ჭაბუკთა B ლიგის გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში ჯგუფური ტურნირი დასრულდა. გამოვლინდა ის რვა გუნდი, რომლებიც პირველობისთვის ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობენ. ეს რვა გუნდი ორ ჯგუფში ასე განაწილდა:

A ჯგუფი: "ლელო", "არმია", "ლოკომოტივი 1", "ყოჩები".
B ჯგუფი: "აკადემია", "ხარები", "ივერია", "ხულიგანა".

ჭაბუკთა B ლიგა. აღმოსავლეთი ზონა
V ტური
A ჯგუფი. წიქარა-ჯვაროსნები 0:20, ხულიგანა-ლელო 13:21

სატურნირო მდგომარეობა: 1. ლელო - 16 ქულა, 2. ხულიგანა - 14, 3. ჯვაროსნები - 12, 4. წიქარა - 4, 5. მუტრუკები - 0.

B ჯგუფი. აკადემია-ყოჩები 20:5, დავითიანი-მიმინო 6:26

სატურნირო მდგომარეობა: 1. აკადემია - 19 ქულა, 2. ყოჩები - 15, 3. მიმინო - 6, 4. ლოკომოტივი 2 - 4, 5. დავითიანი - 0.

C ჯგუფი. იუნკრები-ტორნადო 8:15, ხარები-ლოკომოტივი 1 28:0

სატურნირო მდგომარეობა: 1. ხარები - 20 ქულა, 2. ლოკომოტივი 1 - 15, 3. ტორნადო - 8, 4. იუნკრები - 5, 5. ვეფხვები - 1.

D ჯგუფი. არმია-ივერია 28:5, ჯიქები-არმაზი 17:13

სატურნირო მდგომარეობა: 1. არმია - 17 ქულა, 2. ივერია - 13, 3. ჯიქები - 9, 4. არმაზი - 7, 5. ჩოხოსნები - 0.

II ეტაპი
I ტური. 25 მაისი
ყოჩები-ლელო, ლოკომოტივი 1-არმია, ხულიგანა-აკადემია, ივერია-ხარები.

* * *

დასავლეთ ზონაში კი მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. აქ ქუთაისის ოთხი გუნდი გამოდის.

ისინი მეტოქეებზე ბევრად უკეთ გამოიყურებიან და, სავარაუდოდ, პლეი ოფში სწორედ ისინი გააღწევენ.

საინტერესოა დასავლეთი ზონის გეოგრაფია. ქუთათურებთან ერთად აქ ბათუმის, ბორჯომის, ფოთისა და ოზურგეთის გუნდებიც ასპარეზობენ.

აღსანიშნავია ბორჯომელთა კარგი გარჯა. "თორმა" პირველ ეტაპზეც წარმატებით იასპარეზა და მეორე რაუნდიც კარგად აიღო - შინ "ბათუმის" დამარცხება შეძლო - 24:16 და, სავარაუდოდ, ქუთაისის ორი გუნდის დავაში ჩაერევა.

დასავლეთი ზონა
A ჯგუფი
I ტური. რაინდები-ქუთაისი 1 5:40, არწივები-ქუთაისი 3 6:44

სატურნირო მდგომარეობა: 1. ქუთაისი 3 - 5 ქულა, 2. ქუთაისი 2 - 5, რაინდები - 0, 4. არწივები - 0.

B ჯგუფი
I ტური. თორი-ბათუმი 24:16, ქუთაისი 4-ქუთაისი 2 5:42

სატურნირო მდგომარეობა: 1. ქუთაისი 2 - 5 ქულა, 2. თორი - 5, 3. ბათუმი - 0, 4. ქუთაისი 4 - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ა-ლიგაზე რატომ არ წერთ არაფერს?? :))
svani
20:59 24-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული