შეხვედრას გუნდები მშვენიერ განწყობაზე შეხვდნენ, რადგან სეზონი ორივე მათგანმა წარმატებით დაიწყო. რკინიგზელებმა მძიმე ბრძოლაში "ჯიქებს" სძლიეს, ხოლო "არმაზმა" "ბათუმის" ბარიერი იოლად გადალახა და გამარჯვებასთან ერთად ბონუს ქულაც ირგუნა.
დავით ვართანიანის გაწვრთნილი "არმაზის" რიგებში, მოლოდინისამებრ, შედგა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის - ჰავბეკ ირაკლი აბუსერიძის დებიუტი. "აბუ" სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ გამწესებული და პირველივე წუთებიდან არაერთი თავსატეხი გაუჩინა რკინიგზელებს.
მატჩის პირველი ტაიმი "არმაზის" სრული დომინაციით წარიმართა: შესანიშნავად ურთიერთქმედებდა აბუსერიძე-კიკნაძე-მაჩხანელის
მატჩის მე-6 წუთზე შუამარბად გამწესებულმა 18 წლის რეზო ბროძელმა მოახერხა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთიანად შეღწევა, 30-ე წუთზე კაპიტანმა ოთარ მინაშვილმა გაიტანა ლელო და კიდევ უფრო სოლიდური გახადა საკუთარი გუნდის უპირატესობა; ტაიმის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე კი მეორეხაზელმა ნიკოლოზ გიგაურმა იმარჯვა და მესამედ დაალელოვა "ლოკომოტივი".
სამივე შემთხვევაში გარდასახვა წარმატებით შეასრულა გიორგი კიკნაძემ და დიდ შესვენებაზე საკუთარი გუნდი სოლიდური უპირატესობით გაიყვანა - 21:0.
შეხვედრის მეორე ნახევარში "ლოკომოტივი" გამოფხიზლდა, გაცილებით უფრო სახიფათოდაც ათამაშდა და 42-ე წუთზე მეორეხაზელმა ლაშა თავბერიძემ ლელოც გაიტანა, რომელიც ბექა წიკლაურმა იოლად გარდასახა - 7:21.
თითქოს მატჩში ინტრიგა დიდი დოზით დაბრუნდა: "ლოკოს" ცდა ნამდვილად არ დაუკლია, თავდაუზოგავად იბრძოლა, საკმაოდ ბევრი შანსიც მიიღო ანგარიშში სხვაობის კიდევ უფრო შესამცირებლად. თავის მხრივ, "არმაზმა" ბონუს-ქულის მომტანი ლელოს გასატანად ცდა არ დააკლო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. II ტური
ლოკომოტივი-არმაზი 7:21
ლოკომოტივი: (15-9): წიკლაური, ბიწაძე, დ. ჭურღულია (კობერიძე), კავთიძე, ქავთარაძე, ჭინჭარაული, ზაბახიძე; (1-8): გასვიანი (მარსაგიშვილი), გენებაშვილი, ბალიაშვილი (ელოშვილი), ხულუაშვილი, გეგია (ხარძიანი), თავბერიძე (თხელიძე), ახვლედიანი (ჩიტიძე), კიკვიძე
ლ: თავბერიძე გ: წიკლაური
არმაზი: (15-9): ნიკოლავა, კაიფაჯიანი, მაჩხანელი, ბროძელი (ლიპარტელიანი), ხუციშვილი, კიკნაძე, აბუსერიძე (მისრიაშვილი); (1-8): ბეჟიაშვილი (ბუკია), თაგაური, მარგველიანი (ჯიბლაძე), ჭელიძე (კანდელაკი), არჩუაშვილი, გიგაური (ბარბაქაძე), მინაშვილი, სოსელია
ლ: ბროძელი, მინაშვილი, გიგაური გ: კიკნაძე (3)
აკადემია-ლელო 6:42 (იხილეთ ვრცლად)
აკადემია: 2ს: დავითაშვილი
ლელო: ლ: გუგავა, ლომთაძე, ნიკოლაიშვილი, კაჭარავა, კოლელიშვილი; ს: ჯოგლიძე (2), ყიასაშვილი; გ: ყიასაშვილი (4).
სინბინი: სურგულაძე, მინდიაშვილი, ლომთაძე
ბათუმი-აია 9:18
ბათუმი: 3ს: ოდიშარია
აია: ლ: რატიაშვილი, ლოსაბერიძე; გ: ჯინჭველაშვილი; ს: ჟინჭველაშვილი, სინაურიძე
ხარები-არმია 11:38
ხარები: ლ: მელიქიშვილი; ჯ: კიკნაძე (2)
არმია: ლ: გაბროშვილი (2), აფციაური, ნუცუბიძე, შკინინი გ: კობახიძე (5); ა: ბაირამაშვილი
ჯიქები-ბოლნისი ყოჩები 22:22
ჯიქები: ლ: ხარაზიშვილი; გ: ხარაზიშვილი; ს: ხარაზიშვილი (5);
ბოლნისი ყოჩები: ლ: გოგიშვილი, ბეგაძე, ქუშაშვილი; გ: სოხაძე (2); ს: სოხაძე
სატურნირო მდგომარეობა
არმია - 9ქ; 2. არმაზი - 9ქ; 3. აია -9ქ; 4. ბოლნისი ყოჩები - 6ქ; 5. ლელო - 5ქ; 6. ლოკომოტივი - 4ქ; 7. ჯიქები - 3; 8. ხარები - 1ქ; 9. ბათუმი - 0ქ; 10. აკადემია - 0ქ.
გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"