ორხელისუფლებიანობა პირველ ლიგაში

AutoSharing Option
პირველი ლიგის მესამე ტური გათამაშების უმთავრესი ფავორიტის - "თიბისი თსუ"-ს და "სტუ"-ს დაპირისპირებით გაიხსნა.

მოლოდინისამებრ, "თიბისი" იოლად გაუსწორდა მეტოქეს - 34:0, ბონუს-ქულაც ირგუნა და დროებით სატურნირო ცხრილის სათავეშიც დამკვიდრდა.

მათ უახლოეს მდევარ "დინამოს", თავის მხრივ, რთული მატჩის ჩატარება უწევდა "ხულიგანას" წინააღმდეგ, თუმცა მოულოდნელად "დინამომ" ძალიან იოლად გადალახა მეტოქის ბარიერი და მშრალი ანგარიშით იზეიმა გამარჯვება - 25:0, რამაც საშუალება მისცა მათ, პირველ ადგილზე გადასულიყვნენ.

პირველი ლიგის გასული სეზონის ტრიუმფატორს
და "დინამოს" 3-3 ჩატარებული მატჩის შემდეგ 15-15 ქულა აქვთ მოგროვებული, თუმცა მიღებული და გაშვებული ბურთების სხვაობა ამ უკანასკნელს ოდნავ უკეთესი გააჩნია.

პატარძეულის "ვეფხვებს" საკმაოდ სერიოზული შემადგენლობა ჰყავს შეკრებილი, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეთა მშვენიერ ნაზავს. მათ თავიანთი მაღალი ამბიციები კიდევ ერთხელ დაამტკიცეს გარდაბნის "მგლებთან" დაპირისპირებისას - გაანადგურეს რა მეტოქე 78:3. "ვეფხვებს" 3 ტურის შემდეგ 3 გამარჯვება აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ 13 ქულით.

პირველი ლიგის უიმედო აუტსაიდერი "წიქარა" თბილისურ დერბიში "ჯვაროსნებს" დაუპირისპირდა და ამჯერად დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:55.

სამი ტურის განმავლობაში "წიქარას" ჯერჯერობით ქულაც კი არ აქვს მეტოქეთათვის გატანილი, საკუთარ კარში კი ერთბაშად 238 მიიღო.

ყველაზე სანახაობრივი "დევებისა" და "ივერიის" მატჩი გამოდგა. მეტოქეები მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალისანი არიან და უშეღავათო ბრძოლაც გაჩაღდა "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე. ორივე გუნდი ცდილობდა ლაღი, გაშლილი რაგბი ეთამაშა და სიამოვნებაც მიეღო. რაღა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალი იყო ტექნიკური წუნი, თუმცა დაძაბულობამ და სანახაობრივმა მხარემ ყველაფერი გადაფარა.

გარდამავალი უპირატესობით წარმართული შეხვედრის ბოლო წუთებზე "ივერია" წინ გახლდათ 2-ქულიანი სხვაობით - 27:25, თუმცა "დევებმა" მოახერხეს სრული კონცენტრაციის მოხდენა, რამდენიმეფაზიანი შეტევა "აკინძეს". მეტოქემ ვეღარ გაუძლო ზეწოლას, თამაშის წესები დაარღვია, მოპოვებული საჯარიმო არჩილ ჭუმბურიძემ 3 ქულად აქცია და დრამატულ მატჩში საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა - 28:27.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. I ლიგა. III ტური
თბს თსუ - სტუ 34:0; ივერია - დევები 27:28; წიქარა - ჯვაროსნები 0:55; ვეფხვები - მგლები 78:3; ხულიგანა - დინამო 0:25

სატურნირო მდგომარეობა
1. დინამო - 15 ქულა; 2. თბს თსუ - 15; 3. ვეფხვები - 13; 4. დევები - 8; 5. ხულიგანა - 6ქ; 6. ივერია - 6ქ; 7-8. სტუ - 7ქ; 7-8. ჯვაროსნები - 7ქ. 9. მგლები - 0; 10. წიქარა - 0.

მომდევნო ტური
22-23 სექტემბერი
დევები - ვეფხვები; სტუ - ჯვაროსნები; დინამო - ივერია; მგლები - თბს თსუ; ხულიგანა - წიქარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ არ არის ბაგრატი მას ჯერ წაგება არ აქვს
fasd
12:11 15-12-2013
0
ქუთაისის ბაგრატი აგარ არის პირველ ლიგაში
kaxa
22:00 18-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული