ლოკომოტივი-აკადემია 38:14 - ანტირეკორდი, ხუთი გაცუდებული საჯარიმო

AutoSharing Option
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" მიმდინარე გათამაშებაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ისევ ლიდერებს შორის შეინარჩუნა ადგილი. რკინიგზელებმა ამჯერად ერთ-ერთი აუტსაიდერი, თბილისის "აკადემია" დაამარცხეს - 38:14.

მატჩს არ ესწრებოდა "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი, რადგან თამაშის წინა დღეს მოულოდნელად მეუღლე გარდაეცვალა.

დამრიგებლის გარეშე დარჩენილი რკინიგზელები სულაც არ დაბნეულან და აქტივში კიდევ ერთი მოგება მიითვალეს.

თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა "ლოკომოტივმა" კარგად ორგანიზებული, გააზრებული იერიშის წამოწყება შეძლო. მე-4 წუთზე მორკინალების დარტყმებით შექმნილი უპირატესობა უკანახაზელებმა კარგად გამოიყენეს და გარემარბმა გიორგი ბიწაძემ ჩათვლის მოედანში
შეაღწია. ფულბეკმა ბექა წიკლაურმა ვერ გარდასახა - 5:0.

"აკადემიას" მძიმე სატურნირო მდგომარეობა აქვს და, ცხადია, უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. შესაბამისად, აკადემიელებმა ყოველი ღონე იხმარეს მატჩში უპირატესობის მოსაპოვებლად. მეტიც, მათ ეს მოახერხეს და ანგარიშში დაწინაურებაც შეეძლოთ. თუმცა მათმა დამრტყმელმა, შუამარბმა ილია მელაძემ ანტირეკორდი დაამყარა. მან ერთი ტაიმის განმავლობაში ხუთი საჯარიმო ვერ გაიტანა.

ცხადია, გულხელდაკრეფილნი არც ლოკომოტიველები ისხდნენ. მათ მალე შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა და 31-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანეს.

რკინიგზელთა მორკინალებმა შეტევა მარჯვენა ფრთაზე განავითარეს. მერე სწრაფად ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაათამაშეს, სადაც "ლოკომოტივის" უკანახაზელებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ. ლელო გარემარბმა დავით ჟამუტაშვილმა მიითვალა. წიკლაურმა ისევ ვერ გარდასახა - 10:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლოკომოტივს" უპირატესობა წამითაც არ დაუთმია და საწყის 20 წუთში კიდევ ორი ლელო გაიტანა. თავი ისევ ბიწაძემ და შეცვლაზე შესულმა ლაშა ფოფხაძემ გამოიჩინეს.

წიკლაურმა ამჯერად ორივე ლელო გარდასახა - 24:0.

საინტერესო გამოდგა მატჩის ბოლო ათი წუთი. "აკადემიამ" რამდენიმე სახიფათო შეტევის ირგანიზება და ორი ლელოს გატანა შეძლო, რაზეც რკინიგზელებმა ასევე ორი ლელოთი უპასუხეს, მეტოქე 38:14 დაამარცხეს და ერთი პრემიალური ქულაც მიითვალეს.

ლოკომოტივი-აკადემია 38:14
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ბიწაძე (შიოშვილი 62), დ. ჭურღულია (კობერიძე 59), კავთიძე (ვასაძე 67), ჟამუტაშვილი, ჭინჭარაული, ზაბახიძე. (1-8) ელოშვილი (გასვიანი 49), გენებაშვილი, ზარიძე, ხოლუაშვილი, გეგია, ახვლედიანი (ხარძიანი 65), ბერიშვილი, კიკვიძე (ფოფხაძე 58).
6ლ: ბიწაძე (2). ჟამუტაშვილი, ფოფხაძე, ჭინჭარაული, გენებაშვილი. 4გ: წიკლაური.
სინბინი: გენებაშვილი
აკადემია (15-9) ჩაბრიძე, ჭუაძე, ადეიშვილი (ჩინჩალაძე 42), მელაძე, კალანდარიშვილი, ქოპილაშვილი (მათიაშვილი 63), ჯ. ღამბაშიძე. (1-8) ფეიქრიშვილი (მაზმიშვილი 63), წვერავა, გ. ღამბაშიძე, (ლ. გეგია 65), ნებულიშვილი, ბერიკაშვილი (მაღლაკელიძე 49), ნიბლაძე, ლუარსაბიშვილი, გოგოლაძე.
2ლ: მაზმიშვილი, მათიაშვილი. 2გ: მელაძე.
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი

ბათუმი-ხარები 12:7
ბათუმი: 2ლ - მჭედლიძე, ევგენიძე. გ - კალანდაძე.
სინბინი - ხოჭოლავა, აშვეთია.
ხარები: ლ - ღამბარაშვილი. გ - წიკლაური (უმც)
სინბინი - წიკლაური, წიკლაური (უმც)

არმაზი-არმია 26:23
არმაზი: 3ლ - სოსელია, ჩხაიძე, კიკნაძე. 3ს,გ - კიკნაძე.
სინბინი - ჩხაიძე, თაგაური.
არმია: 2ლ - კალმახელიძე, კაკოვინი, 3ს,2გ - კობახიძე.
სინბინი - ნუცუბიძე.

აია-ყოჩები 45:10 - "აიამ" გაინავარდა

ჯიქები - ლელო 9:19 - "ლელო" მოგებათა სერიას განაგრძობს

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 6 5 0 1 +73 24
2. ლელო 6 5 0 1 +79 23
3. არმაზი 6 4 0 2 +18 18
4. ლოკომოტივი 6 4 0 2 +21 18
5. ყოჩები 6 3 1 2 -2 15
6. არმია 5 2 1 2 +24 12
7. ჯიქები 6 1 2 3 -12 10
8. აკადემია 5 1 0 4 -76 5
9. ბათუმი 5 1 0 4 -54 5
10. ხარები 5 0 0 5 -71 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული