"თიბისი თსუ"-ს ბანკმა დაფინანსება შეუწყვიტა

AutoSharing Option
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს.

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საუკეთესოა.

სეზონის წინ გათამაშების წესდებაში განხორციელებულმა ცვლილებამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა პირველი ლიგაც.

აქ გამარჯვებული ავტომატურად იღებს უმაღლესი ლიგის საგზურს, მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში უპირისპირდება უმაღლესი ლიგის მეცხრეადგილოსანს.

2014 წელს განსაცდელით შეხვდა პირველი ლიგის აღმოსავლეთ ჯგუფის უპირობო ლიდერი "თიბისი თსუ". არადა, ლაშა თავბერიძის გაწვრთნილმა გუნდმა "ერთი ამოსუნთქვით" განვლო გათამაშების პირველი ეტაპი.

გასულ 12 ტურში ყველა შეხვედრა მოიგო, 8 მატჩში პრემიალური ქულის აღება მოახერხა და
57 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას. ის 8 ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტ თბილისის "დინამოს".

"თიბისი თსუ" პირველ ლიგაში ყველაზე სანახაობრივ რაგბის თამაშობს. ისინი შეტევაშიც შედეგიანები არიან (575 გატანილი ქულა) და ამასთან ერთად, საუკეთესო დაცვის დემონსტრირებასაც ახდენენ - განვლილ 12 ტურში მეტოქეთაგან მხოლოდ 79 ქულა მიიღეს.

მიუხედავად ასეთი წარმატებისა, პრობლემები მაინც მოზღვავდა.

გუნდის არსებობის ისტორია 2007 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც "თიბისი" ბანკმა გადაწყვიტა, საკუთარი რაგბის გუნდი შეექმნა. ხუთი წლის განმავლობაში მოყვარული მორაგბეებით დაკომპლექტებული კლუბი მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა, თუმცა 2012 წლიდან სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა.

სამწვრთნელო შტაბი ახალგაზრდა მწვრთნელთა დუეტით (ლაშა თავბერიძე, ლადო კილასონია) შეიცვალა - დაფინანსებამ და პროფესიონალიზმმა იმატა, რამაც ახალი, ძლიერი სარაგბო გუნდის ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი.

"თიბისი"-მ გასულ სეზონში იოლად მოიგო პირველი ლიგის გათამაშება, თუმცა უმაღლესი ლიგის საგზური მაინც ვერ ირგუნა. ის ორრაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსან თბილისის "ყოჩებთან".

კლუბმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში მოახერხა მოთამაშეთა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და კვლავინდებურად ლიდერობს გათამაშებაში, თუმცა გადამწყვეტი ეტაპის წინ, როდესაც უკანასკნელი ნაბიჯია გადასადგმელი და უმაღლესი ლიგის საგზური უკვე ნათლად ჩანს - გუნდის მთავარმა ფინანსურმა დონორმა "თიბისი ბანკმა" უარი განაცხადა დაფინანსებაზე და კლუბი ბედის ანაბარად დატოვა.

რეალურად, გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელსაც ატარებს, თუმცა უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანოსაგან ჯერჯერობით არანაირი მხარდაჭერა არ იგრძნობა, არც მორალური და მით უმეტეს, არც ფინანსური.

ორიოდე თვის წინათ, როდესაც საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, სტუდენტებს ელემენტარული ინფორმაციაც არ ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნივერსიტეტს სარაგბო გუნდი ჰყავს.

გულდასაწყვეტი და მტკივნეულია "თიბისი ბანკის" მიერ წამოწყებული პატრიოტული საქმის გადამწყვეტ ფაზაში მიტოვება, მაშინ, როდესაც გუნდს რეალურად გააჩნია მშვენიერი შანსი, მოიპოვოს უმაღლესი ლიგის საგზური და მომავალი სეზონიდან ყველა მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს.

მიუხედავად გაჭირვებისა, პირველი ლიგის მოგებისთვის დაგეშილი გუნდი კვლავინდებურად განაგრძობს წვრთნას, მოთამაშეთა უმეტესობას ხშირად ვარჯიშზე სასიარულოდ ფინანსური სახსრებიც არ გააჩნია, თუმცა მუხლჩაუხრელ შრომას და მონდომებას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

იმედია, არც "თიბისი თსუ"-ს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
შენი გულისტკივილი არც ჩემთვის არის უცხო მეგობარო, კარგად მესმის შენი.

იმედი ვიქონიოთ, რომ როგორც რკინიგზა, ვითიბი (ფონდი ქართუ და სახლემწიფო ხომ ყველა კლუბს) და სხვა იშვიათI გამონაკლისი ასევე მოისურვებენ თავიანთი მოგების ნაწლის მაინც კარგ საქმეში ჩადებას

მაგალითსითვის: სარაგბო თუ საფეხბურთო კლუბები მისი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა (შპს აიპ და სხვა) ისევე იბეგრება წყლის გადასახადით როგორც ქარხნები, რომლებსაც წყალი საწარმოოდ სჭირდებათ სპორტში კი წყალი საჭიროა გაზონის შესანახად და ვარჯიშისა და თამასშის შემდგომი შხაპისთვის - ეგ მარაზმი არ არის?
განა ამ შეღავათის გაკეთება თბილისის წყალს არ შეუძლია?
ან იმ დევნილების დროულად დაკმაყოფილება რომლებიც ზოგიერთი კლუბის ბაზაზე ცხოვრობენ და ამიტომ ამ კლუბების ინფრასტრუქტურა მიუხედავია ფონდი აქთუს აღთქმული გვერდში დგომის მიუხედავად - განა განსახლეის სამნისტროს არ შეუძLია ამ საკითXის მგვარება?

ასე, რომ ეგ საკითხი კომპლექსური და ჯერ ძნელად მოგვარებადია, საკმარისი ნების უქონლობის გამო

მეც შენსავით, რომ ვგულშემატკივრობ ამიტომ მაწუხებს ეს არც ისე უმნიშვნელო დეტალები
GiorgiG83
11:23 11-01-2014
0
აბსოლუტური გულგრილობა -ს

ცნობილია, რომ არგენტინაში რაგბის განვითარების პროგრამის ფარგლებში ყველა ის ინვესტორი, რომელიც არგენტინულ რაგბის დააფინანსებს სარგებლობენ მთელი რიგი საგადასახადო შეღავათებით გარკვეული ვადით - პროგრესი სახეზეა

მსგავსი მიდგომები სანამ ჩვენთანაც არ იქნება პრობლემას მასიურად ვერ მოგვარდება, რაც გინდა აკეთოს ან ფედერაციამ ან კლუბებმა, არც ის არის კარგი, რომ მარტო 1-2 კლუბს ყავდეს ფინანსურად ძლიერი პატრონი. მარტო ენთუზიაზმი საქმეს კი ვერ უშველის - ენთუზიაზმმა 20 წელი ატარა ქართული რაგბი, დღეს ენთუზიზმს გასაძლიერებლად და გვერდში დგომისთვის როგორც მორალური ისე ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება
სწორი მენეჯმენტი, მეთოდოლოგიური მიდგომა, პიარი, პროფესიონალიზმი და ფინანსები - მენეჯმენტი არ მოიკოჭლებს, მეთოდოლოგიური მიდგომაც არ არის გასაკრიტიკებელი, პიარის მხრივ მუშაობა მეტია საჭირო, პროფესიონალიზმის მომატება არ იქნებოდა ურიგო აი ფინანსებში კი გვიჭირს ...
GiorgiG83
11:34 11-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული