დიდი ხანია გადაწყვეტილია, რომ უმაღლეს ლიგას თბილისის "თიბიესი" დატოვებს. ამ გუნდმა ბოლოსწინა ტურში მედგარი ბრძოლა გაუმართა ერთ დროს მრისხანე "არმიას", რომელიც ახლა ბოლოსწინა ადგილზეა და უძლიერესთა შორის დასარჩენად პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გასულ გუნდთან მოუწევს გადათამაშებაში ასპარეზობა.
"თიბიესმა" არმიელებთან მატჩში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და შეხვედრა ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი მოიგო - 18:14.
საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობს
"ყოჩებმა", თავის მხრივ, სტუმრად წააგო ბოლო წუთებზე "ბათუმთან" - 17:19. რუსთაველთა მსგავსად, რთული გასვლითი მატჩი ელის სტუმრად ქუთაისის "აიასთან" თბილისის "არმაზს". ქუთათურებს მესამე ადგილის დაკავების შანსი აქვთ და ამის გამო შინ იოლად არაფერს დათმობენ. არმაზელებმა ბოლოსწინა ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს გორის "ჯიქთან" მატჩში - 20:6.
XVII ტური
ლელო-ლოკომოტივი 14:12
ლელო: ლ - ცერცვაძე. 3ს - ყიასაშვილი
ლოკომოტივი: 3ს - კალანდაძე. ა - წიკლაური.
სინბინი: ბეკოშვილი
თიბიესი-არმია 18:14
თიბიესი: 2 ლ - ღამბაშიძე, არველაძე. გ, 2ს - მჭედლიშვილი.
სინბინი: ჩაჩავა.
არმია: ლ - ადანაია. 3 ს - მეკოკიშვილი.
სინბინი: დაუშვილი, უჩავა.
არმაზი-ჯიქი 20:6
არმაზი: 3ლ - ლეგაშვილი, კანდელაკი, გიორგაძე. გ - დავ. კიკნაძე. ა - ლობჟანიძე.
ჯიქი: 2ს - დიტო კიკნაძე.
ბათუმი-ყოჩები 19:17
ბათუმი: ლ - გიგაშვილი. 4ს,გ - კობახიძე.
ყოჩები: 2ლ - ბეგაძე, აფციაური. 2გ,ს - სოხაძე.
სინბინი: ტყეშელიაძე.
ხარები-აია 13:17
ხარები: 2ლ - გ. ბებიაშვილი, ზურიკიშვილი. ს - ხუციშვილი.
აია: 2ლ - აბრამიძე, ბ. ტორაძე. 2გ - ჯინჭველაშვილი. ს - ბაბუნაშვილი.
სინბინი: მატარაძე, ყურაშვილი.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 17 12 1 4 +126 54
2. ლელო 17 11 3 3 +106 52
3. ბათუმი 17 10 1 6 +83 49
4. აია 17 10 0 7 +75 47
5. ლოკომოტივი 17 8 1 8 +53 44
6. ხარები 17 8 2 7 +80 42
7. არმაზი 17 8 1 8 -19 38
8. ჯიქი 17 6 2 9 -21 31
9. არმია 17 4 1 12 -161 22
10. თიბიესი 17 2 0 15 -322 11
XVIII ტური
ჯიქი-თიბიესი, არმია-ლელო, ლოკომოტივი-ბათუმი, ყოჩები-ხარები, აია-არმაზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"