"ლოკომოტივმა" ორჯერ მოახერხა თამაშის შემობრუნება და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 23:16 (10:6) გაიმარჯვა
მე-2 წუთზე "ყოჩები" რაქში დაჯარიმდნენ. "ლოკომოტივის" ფულბექმა, ბექა წიკლაურმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში 0:3.
2 წუთში შერკინებაში "ლოკომოტივი" დაჯარიმდა და "ყოჩების" მგეზავმა, თემო სოხაძემ მეტოქეს იგივეთი უპასუხა 3:3.
ამის შემდეგ, მატჩის 21-ე წუთამდე, ანგარიში აღარ
29-ე წუთზე ნომინალურმა მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს მას შემდეგ, რაც თემო სოხაძემ ზუსტი ჯარიმით ანგარიში 6:10 გახადა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა
პირველი ნახევრის დასაწყისისა არ იყოს, მეორე ნახევარშიც ანგარიში "შეკვეთილივით" მე-2 წუთზე შეიცვალა - "ყოჩებმა" მეტოქეს მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს, ზედ ლელოს ხაზზე ნიკა ჩხიკვაძემ დავით ხიდეშელს ოფლოუდით გაატანა ბურთი, ხოლო "ყოჩების" კვაჭს დამიწება აღარ გასჭირვებია.
ლელოს სოხაძემ ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა და გუნდი წინ გაიყვანა 13:10.
8 წუთში სოხაძემ ცენტრიდან შესრულებული ჯარიმით ყოჩები კიდევ 3 ქულით წინ წაწია 16:10.
ამის შემდეგ "ლოკომოტივის" ჯერი დადგა. ბექა წიკლაურმა მეორე ტაიმის მე-16 და 37-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ამით საქმე არ დაასრულა და შეხვედრის ბოლო წუთზე გამარჯვების ლელო დადო, რომელიც თვითონ გარდასახა - 16:23
ამრიგად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დიდ ფინალში თბილისის კლუბები: "ლელო სარასენსი" და "ლოკომოტივი" შეერკინებიან ერთმანეთს.
მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე, 9 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება. ფინალზე დასწრება უფასოა.
ფოტოს ავტორი: გოგიტა ბუხაიძე
წყარო: rugby.ge