შეჯიბრებაში რუსთავის "ხარები", ბოლნისის "ყოჩები", თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "აკადემია" იღებდანენ მონაწილეობას. ტურნირი სამ ტურად გაიმართა.
პირველ შეხვედრაში, რომელსაც რუსთავის რაგბის სტადიონი მასპინძლობდა, "ხარებმა" ბოლნისის "ყოჩებს" 34:26 სძლია. 12 აგვისტოს კი ავჭალის სარაგბო სტადიონზე "აკადემია" 19:8 დაამარცხა.
გადამწყვეტი მატჩი რუსთაველმა მორაგბეებმა "ლოკომოტივთან" გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში ძლიერ მეტოქესთან 22:17 გაიმარჯვეს. ტურნირის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასიც სწორედ მათ ერგოთ.
ყოველდღიური სპორტული