დიდი 10. II ტური: "ლელომ" "ლელო არენა" მოგებით გახსნა

AutoSharing Option
შაბათ-კვირას საქართველოს პირველობის, დიდი ათის გათამაშების მე-2 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

ერთი შეხვედრა "ყოჩებსა" და "არმაზს" შორის იმის გამო გადაიდო, რომ "ყოჩებს" ეროვნულ ნაკრებში სამი მორაგბე ჰყავს მივლენილი (გიორგაძე, ლობჟანიძე, მაჩხანელი).

შაბათი
ბოლო სამი წლის ჩემპიონმა "ლელო სარასენსმა" დიდ დიღომში საკუთარ არენაზე პირველად ითამაშა, "არმიას" უმასპინძლა და 29:16 გაიმარჯვა.

"ლელო არენაზე" მასპინძლები ირაკლი ყიასაშვილმა ორი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა, შემდეგ ისევ ჯარიმებით 28-ე წუთისთვის ანგარიში 12:3 გახდა.

I ტაიმში "ლელომ" ერთი ლელო დადო, ეს რატი შანიძემ მოახერხა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა, "არმიამ"
ტაიმის მიწურულს ჯარიმა გაიტანა და შეხვედრის პირველი ნახევარი "ლელოს" სასარგებლოდ 19:9 დასრულდა.

II ტაიმში ყიასაშვილმა ანგარიში 22:9 გახადა, რასაც გიორგი ჭყოიძის ლელო და იმავე ყიასაშვილის გარდასახვა მოჰყვა - 29:9. ამის შემდეგ უკვე "არმიამ" იყოჩაღა, მაგრამ ვერც თამაში გადაარჩინა და ვერც სანუგეშო ბონუსი მოიპოვა - 29:16 "ლელოს" სასარგებლოდ, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე ორივე თამაში მოიგო.

ავჭალაში "აკადემია" და "ხარები" დაუპირისპირდნენ - "აკადემიამ" ტაიმი 16:3 მოიგო, მეორეში კი ლელო მიიღო (უჩა აღაშვილი), თუმცა მაინც მოგებული დარჩა - 16:8, ხოლო "ხარებმა" სანუგეშო ბონუსიც ვერ მიითვალა (8 ქულაზე ნაკლებით უნდა წაეგო).

კვირა
გონიოში "ბათუმმა" ქუთაისის "აიას" უმასპინძლა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა 6:3 მოიგეს. საბოლოოდ, "ბათუმმა" 17:9 იმარჯვა.

ვიცე-ჩემპიონი "ლოკომოტივი" მოულოდნელად, შინ გორის "ჯიქთან" დამარცხდა - 6:12, არადა, ტაიმის მერე, 6:3 დაწინაურდა.

დიდი 10. II ტური
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჯიქი 2 2 0 0 29-18 9
2. ბათუმი 2 2 0 0 43-27 8
3. ლელო 2 2 0 0 38-22 8
4. აია 2 1 0 1 34-26 5
5. ლოკომოტივი 2 1 0 1 27-28 5
6. აკადემია 2 1 0 1 22-17 5
7. არმია 2 0 0 2 32-40 1
8. ყოჩები 1 0 0 1 12-17 0
9. არმაზი 1 0 0 1 18-26 0
10. ხარები 2 0 0 2 17-41 0
შენიშვნა: მოგება - 4 ქულა, ფრე - 2, ბონუსი - 1, წაგება - 0
ბონუსი - სამით მეტი ლელოსთვის ან 8 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის.

III ტური
26-27 სექტემბერი
არმია-აკადემია, ხარები-ბათუმი, აია-ყოჩები, არმაზი-ლოკომოტივი, ჯიქი-ლელო.

ლევან ვერძეულის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რთი შეხვედრა "ყოჩებსა" და "არმაზს" შორის იმის გამო გადაიდო, რომ "ყოჩებს" ეროვნულ ნაკრებში სამი მორაგბე ჰყავს მივლენილი (გიორგაძე, ლობჟანიძე, მაჩხანელი). >>>>>>
ეგენი არმაზის მორაგბეები არიან და არა ყოჩების
vaja
18:26 15-09-2015
0
ნიკოლოზ თუ კაცი ხარ ნორმალური მიმოხილვა დადე რა. არმიადან ლელოს ავტორი მაინც ახსენე შე დალოცვილო შენა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული